დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

"55 წლის ქვემოთ "ასტრაზენეკა" არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ" - გიორგი ფხაკაძე აუცილებლად გააზიარეთ და გააგებინეთ ყველას

"55 წლის ქვემოთ "ასტრაზენეკა" არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ" - გიორგი ფხაკაძე აუცილებლად გააზიარეთ და გააგებინეთ ყველას
20 მარტი 2021, შაბათი
3 889

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შემდგომი გართულებით ახალგაზრდა ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას ეხმაურება და მას სისტემის მსხვერპლი უწოდა. ფხაკაძის თქმით, ის ეთანხმება საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებს იმის თაობაზე, რომ "ასტრაზენეკა" 55 წლამდე ასაკში არ უნდა გამოიყენონ.

  • პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ჩემი კოლეგის, მეგი ბაქრაძის ოჯახს და საქართველოს მთელ სამედიცინო პერსონალს. ჩვენ ყველანი ერთად ვგლოვობთ.
  • ჩემი კოლეგა, ექთანი მეგი ბაქრაძე არის დღევანდელობის გმირი - მან გააკეთა ის, რაც უნდა გააკეთოს თითოეულმა სამედიცინო პერსონალმა, მან აჩვენა მაგალითი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მერის

    თავდადება არ დაიკარგოს, თუ ჩვენ გვინდა, გვქონდეს სახელმწიფო.
  • მეგი ბარქაძე არის სიმბოლო - ეს არის ადამიანი, რომელმაც გასწირა საკუთარი სიცოცხლე იმისათვის, რომ ჩვენ, გადავრჩენილიყავით. თავს ვიხრი მისი ოჯახის წინაშე, რომელმაც ასეთი ადამიანი გაზარდა.
  • სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მეგი ბაქრაძის დაკრძალვა - ეს იყოს როგორც გმირის დაკრძალვა.
  • იმედი მაქვს, შესაბამისი საინიციატივო ჯგუფები იზრუნებენ, რომ დაწესდეს მეგი ბაქრაძის სახელობის სპეციალური ჯილდო - ჯილდო სიმამაცისთვის ჯანდაცვის სფეროში! - გმირების სახელი უნდა იქნას უკვდავყოფილი!
  • როგორც ექიმი, მე ვარ ყველაზე დიდი მომხრე ვაქცინაციის და მჯერა, რომ ვაქცინაცია არის მედიცინაში ყველაზე დიდი მიღწევა. მე მჯერა, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გზა, რომ ჩვენ სწრაფად გავანადგუროთ ეს ვირუსი.
  • მაგრამ რის ფასად?

  • კიდევ რამდენ სიკვდილს უნდა დაველოდოთ? - მოუმზადებელი, არაპროფესიონალი, კორუმპირებული, განადგურებული, პოლიტიზირებული ქვეყნის პირობებში, რომელიც სავსეა ვაიპატრიოტებით, ვაირელიგიურებით.
  • ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ყველა რისკი უნდა გათვალოს. მე ბევრ რამეს საჯაროდ ვამბობ, ბევრ არასაჯაროდაც გავუზიარე შესაბამის ხალხს, გაიტანეს შეხვედრაზე ეს საკითხი და პასუხი მივიღე, ყველაფერი კარგადააო. გავაფრთხილე, რომ არ იყო ყველაფერი კარგად, და ფრთხილად ყოფილიყვნენ, მაგრამ...
  • ბევრ ექიმს ვცემ პატივს, მაგრამ ბევრ აგერ ვეუბნები - ექიმებო, ამოიღეთ ხმა, თქვით სიმართლე, რომ სხედხართ იმ სხდომებზე, რატომ არ ამბობთ სიმართლეს?! სიმართლის მთქმელი აღარ დარჩა ქვეყანაში, მათ შორის, სამედიცინო სფეროს მმართველ გუნდში. ვამბობ სიმართლეს და ათასობით ბოტის შეურახმყოფელი მესიჯები მომდის, ვითმენ!
  • კომუნისტები გაუშვით სახლში, არ უნდა იყვნენ კომუნისტები სახელმწიფო სამსახურში, არც რუსეთის „შპიონები“ არ უნდა იყვნენ.
  • ეს არის დასასრულის დასაწყისი! რაც მოხდა - ეს არ არის ვაქცინის მსხვერპლი, ეს არის სისტემის მსხვერპლი, კორუფციის, დაუდევრობის, პოლიტიზირების მსხვერპლი,... ვაქცინა არაფერ შუაში არაა. ამ პროცესში ვაქცინის როლი არის ნული, არავინ გაბედოს თქმა, რომ ვაქცინაცია ცუდია და ვაქცინაცია ჩავარდა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ მეგი ბაქრაძის ხსოვნას.
  • არავინ იღებს დღეს პასუხისმგებლობას მომხდარზე. ვისია პასუხისმგებლობა? პასუხისმგებლობა არის, მათ შორის, იმ 82 ექსპერტის, ვინც იღებდა ვაქცინაციის გეგმის შედგენაში მონაწილეობას. მოვითხოვ, დაიდოს ყველა მათგანის სახელი, გვარი, განათლება, თანამდებობა და ვინ რა დაწერა იმ გეგმაში, ეს ყველაფერი დაიდოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დღესვე.
  • ვაქცინის ჩამოსატანად თითი არ გაუნძრევიათ, სანამ არ გავლანძღე ყველა. ყველაფერში შეცდომა დაუშვეს, ვაქცინაციის აპლიკაცია არსწორად შეავსეს, მოლაპარაკებები არასწორად აწარმოეს, ვაქცინის დაფინანსების კატეგორია სწორად ვერ შეარჩიეს და თვითდაფინანსებაზე ჩაეწერნენ.
  • ვაქცინირების პროგრამა უნდა უნდა გაკეთდეს სწორად, პროფესიონალურად და არა „კოფი ფეისტით“. არ შეიძლება კორუფცია და ნეპოტიზმი ჯანდაცვის დარგში, რადგანაც აქ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა სასწორზე.
  • ყოფილი მინისტრები, ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარეები ახლა ექსპერტებად გამოდიან, თუმცა მათი დანგრეულია ეს ქვეყანა. რომ იყვნენ დარგის სათავეში, რატომ არ გააკეთეს, რაც იყო გასაკეთებელი? ყველა კორუფციაშია ჩაფლული. მაგალითად, 2004 წლიდან განადგურდა უწყვეტი სამედიცინო განათლება ქვეყანაში.
  • ვაქცინაციის პროტოკოლები, ტრენინგები სად და როდის ჩაატარეს, დაიდოს საიტზე, ამას ქვია გამჭვირვალობა. ხალხის არაფრის აღარ სჯერა. გაანადგურეს ბოლო რწმენა - რწმენა და ნდობა ექიმისადმი;
  • ვაქცინაციის გეგმაში უნდა იყოს გაწერილი, რა კომპენსაციებია, რა პროტოკოლია სახელმწიფოსგან, თუ ვინმე გარდაიცვალა ან დაინვალიდდა ვაქცინაციით. არავინ არ ლაპარაკობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ გარდაცვალების შემთხვევაში მილიონი უნდა გადაუხადოს გარდაცვლილის ოჯახს სახელმწიფომ, მაგრამ არ მეგონა, თუ ფატალური შედეგი მართლა დადგებოდა.
  • ვამბობდი, რომ ვაქცინაცია უნდა გაკეთებულიყო მხოლოდ შსაბამისად მომზადებულ კაბინეტებში, ბევრგან არ იციან პაციენტების ბაზისური მართვა, რაც პრობლემაა.
  • ვინ არის პასუხისმგებელი პირი ვაქცინაციაზე ქვეყანაში? ვინ უნდა გაწიროთ ახლა? ვის ეყოფა თავის თავზე პასუხისმგებლობის აღების გამბედაობა?
  • მე ვთქვი, რომ „ასტრაზენეკა“ დროებით, 18 მარტამდე უნდა შეეჩერებინათ, სანამ საერთაშორისო დასკვნა დაიდებოდა. დიდი ტელევიზიებმა ლამის ბოიკოტი გამომიცხადეს, დამაბრალეს ანტივაქსერობა. სინამდვილე არის შემდეგი - ევროკავშირის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებმა გასცეს თანხმობა, რომ “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეტა დამატებითი განცხადება, რასაც მეც ვეთანხმები, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული “ასტრაზენეკა” 55 წლამდე ადამიანებში. საქართველოში „ასტრაზენეკა“ პარასკევამდე რომ შეეჩერებინათ, ის ექთანი გადარჩებოდა .ახლაც გეუბნებით, 55 წლის ქვემოთ შეაჩერეთ ასტრაზენეკა - რა კონსილიუმს ატარებთ, სწორი ნაბიჯები გადადგით!
  • აგრეთვე, ერთი წელია გაფრთხილებთ, კორონავირუსის მესამე ტალღა მოდის აპრილში. შეიგნეთ.
  • ჩვენი პრეზიდენტი ფრანგია და ის ერთადერთი პოლიტიკოსია, ვინც ვაქცინირების პროცესში სწორად მოიქცა და სამაგალითოდ აიცრა. ხელისუფლებაში მყოფმა ყველა პოლიტიკოსმა გაიკეთოს ვაქცინა. მიდით, თუ მაგრები ხართ!
  • რეკომენდაცია ჩემს ყველა მეგობარს და კოლეგას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მე ვუყვარვარ, ვინც ჩემი მეგობარია ან ვინც მისმენს - აცრამდე 2 დღით ადრე მინიმუმ და გაკეთებიდან მინიმუმ 2 კვირა არ მიიღოთ ალკოჰოლი, სასურველია, მეორე დოზის გაკეთებამდე არ მიიღოთ და მეორე დოზიდან კიდევ 2 კვირა.
  • არის მედიკამენტები, რომლებიც ასევე აცრამდე 2 კვირით ადრე არ უნდა მიიღოთ.
  • ვაქცინაციის შემდეგ პირველი 15 წუთი ყველაზე საშიში დროა. უნდა იყო კლინიკაში, გართულების შემთხვევაში პერსონალი პროტოკოლის მიხედვით უნდა მოიქცეს. ასევე მნიშვნელოვანია კშემდეგი 30 წუთიც. ანუ ადამიანმა ჯამში აცრის გაკეთებიდან 45 წუთი სამედიცინო დაწესებულება არ უნდა დატოვოს
  • ვაქცინირების დამადასტურებელი დოკუმენტი - COVID 19 აცრის ბარათი უნდა შედგეს სრულყოფილად და დოკუმენტში უნდა აისახოს ვაქცინის სერიული ნომერი.
  • ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს.!
  • ქვეყანას სჭირდება ვაქცინაციის პროცესის მკაცრი მენეჯმენტი. თუ დავინახეთ პრობლემა, შევაჩეროთ და შემდეგ
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები