დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ღარიბაშვილი პირველად "გამოჩნდა": კელი დეგნანს შეხვდა და დაპოსტა

ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ღარიბაშვილი პირველად "გამოჩნდა": კელი დეგნანს შეხვდა და დაპოსტა
10 მარტი 2021, ოთხშაბათი'
942

ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ღარიბაშვილი პირველად "გამოჩნდა": კელი დეგნანს შეხვდა და დაპოსტა

ფარული ჩანაწერების გავრცელებიდან სამი დღის შემდეგ პრემიერმინისტრი გიორგი ღარიბაშვილი პირველად "გამოჩნდა". დღეს, 9 მარტს ის აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა და ამ შეხვედრის შესახებ ფეისბუქსა და ტვიტერზე დაპოსტა.

ინგლისურენოვან ტვიტში ღარიბაშვილი წერს, რომ ისაუბრეს პოლიტიკურ კრიზისზე, მოგვარების გზებზე კორონავირუსსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ფეისბუქპოსტში კი ვრცლად განიხილავს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორის ელჩთან და შეხვედრის ამსახველ ვიდეოსა და ელჩის კომენტარს ავრცელებს.

ფარული ჩანაწერები TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა. ჩანაწერებში ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარია ასახული. მათი ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა ქართული ოცნების ლიდერები და ანზორ ჩუბინიძე ადასტურებენ, რომ მსგავსი შინაარსის საუბრები და შეხვედრები ჰქონდათ, მაგრამ მათ "მოდელირებულს" და "კაგებეშნიკური მეთოდით დამონტაჟებულს" უწოდებენ.

ჩანაწერებზე უკვე მოვისმინეთ ქართული ოცნების საერთო პოზიცია, ასევე, კონკრეტული ლიდერების და დეპუტატების აზრი. ამ საკითხზე ორი ინტერვიუ ჰქონდა ერთ-ერთ ფიგურანტ ანზორ ჩუბინიძეს; მეორე, ბერა კი დეტალებზე დღეს ისაუბრებს. თუმცა, იტყვის თუ არა რამეს ან როდის გამოეხმაურება მომხდარს პრემიერი, ჯერ უცნობია.

ჩანაწერების შინაარსზე გამოძიების დასაწყებად 8 მარტს ლელომ პროკურატურას მიმართა. დღეს, 9 მარტს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა გამოძიებას იწყებს, თუმცა უნებართვო მიყურადებისა და გავრცელების მუხლებით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები