დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

1-თვიანი მუშაობის შემდეგ კონსტანტინე ანანიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა

1-თვიანი მუშაობის შემდეგ კონსტანტინე ანანიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა
10 მარტი 2021, ოთხშაბათი'
142

1-თვიანი მუშაობის შემდეგ კონსტანტინე ანანიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა

1-თვიანი მუშაობის შემდეგ კონსტანტინე ანანიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა.

ანანიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელად 9 თებერვალს დაინიშნა. მანამდე ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. მან თანამდებობა 7 თებერვალს დატოვა. კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები