დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ნარიშკინის განცხადება დესტაბილიზაციის პროვოცირებას ისახავს მიზნად

საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ნარიშკინის განცხადება დესტაბილიზაციის პროვოცირებას ისახავს მიზნად
10 მარტი 2021, ოთხშაბათი'
165

საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ნარიშკინის განცხადება დესტაბილიზაციის პროვოცირებას ისახავს მიზნად

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის სერგეი ნარიშკინის განცხადება საქართველოში დესტაბილიზაციის პროვოცირებას. როგორც მახარობლიშვილი აღნიშნავს, ეს რუსეთის მხრიდან წარმოებული ჰიბრიდული ომის მორიგი გამოხატულება და პროვოკაციული ნაბიჯია.

"მსგავსი ხერხებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვას, ქვეყანაში პოლარიზაციისა და დაპირისპირების პროვოცირებას, რაც ხელს არ უწყობს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, არსებული ისედაც ტურბულენტური გარემოს გათვალისწინებით, ზოგადად რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას", — ამბობს ვახტანგ მახარობლიშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსეთი საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო ურთიერთობის დისკრედიტაციას ცდილობს. ამასთან, მახარობლიშვილი განმარტავს, რომ საქართველო გააგრძელებს სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე თავის მოსაზრებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ამერიკა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს მართავს, ხოლო ქართულმა ოცნებამ მითითებების შესრულებაზე უარი თქვა.

როგორც ნარიშკინი აცხადებს, აშშ წლებია "მექანიკური რეჟიმით" მართავს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებს. რუსეთის დაზვერვის განცხადება დროში ემთხვევა საქართველოში მიმდინარე დაძაბულ პოლიტიკურ პროცესებს, რომელთა მოსაგვარებლად აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლობები ფასილიტატორების როლს ასრულებენ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები