დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

ეს არა აღიარებითი ჩვენება, არამედ მუქარაა — ბოკერია ბერას ინტერვიუზე

ეს არა აღიარებითი ჩვენება, არამედ მუქარაა — ბოკერია ბერას ინტერვიუზე
10 მარტი 2021, ოთხშაბათი'
700

ეს არა აღიარებითი ჩვენება, არამედ მუქარაა — ბოკერია ბერას ინტერვიუზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ბერა ივანიშვილის განცხადება არა მარტო აღიარებითი ჩვენება, არამედ საზოგადოების მიმართ მუქარაცაა.

"ეს განცხადება არის არამარტო აღიარებითი ჩვენება ბერა ივანიშვილის მიერ, რომელიც უკვე არასრულწლოვანი კი არა, სრულწლოვანი საჯარო ფიგურაა მისი სტატუსის გამო. ეს არის არა აღიარებითი ჩვენება, არამედ მუქარა მთელი საზოგადოების მიმართ. არა ოპონენტების, არა იმათი ვინც რაღაც თუნდაც არაკორექტულად დაწერა სოციალურ ქსელებში, რაც, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია, როცა ცნობილი ფიგურა ხარ, გინდ პოლიტიკაში, კულტურაში თუ ნებისმიერ პოპ კულტურაში ეს ნაწილია ცხოვრების და როდესაც ასე იმუქრები, ეს არის განაცხადა ავტორიტარული სახელმწიფოსი. ამიტომ გვახსენდება კადიროვი, ოღონდ, ბუნებრივია, იქ ბევრად უფრო სასტიკი მეთოდებით ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ ცვლის პრინციპს", — განაცხადა უგულავამ.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

სამი დღის შემდეგ, 9 მარტს, ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2011 წელს მისი ფანების მშობლებმა ბულინგის შესახებ აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა" ისინი. ბერა ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, აუცილებლად მოსთხოვს პასუხს დღესაც.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები