დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

ყაველაშვილის თქმით, არ შეიძლება სკანდალი გამოიწვიოს იმან, დედის შეურაცხყოფისთვის ვინმეს პასუხი მოსთხოვო

ყაველაშვილის თქმით, არ შეიძლება სკანდალი გამოიწვიოს იმან, დედის შეურაცხყოფისთვის ვინმეს პასუხი მოსთხოვო
10 მარტი 2021, ოთხშაბათი'
587

ყაველაშვილის თქმით, არ შეიძლება სკანდალი გამოიწვიოს იმან, დედის შეურაცხყოფისთვის ვინმეს პასუხი მოსთხოვო

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, არ შეიძლება სკანდალი გამოიწვიოს იმან, დედის შეურაცხყოფისთვის ვინმეს პასუხი მოსთხოვო. ასე ეხმაურება იგი ბერა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებს, აუცილებლად მოსთხოვს პასუხს.

"ჩემო ძვირფასებო, ყველას მოგმართავთ, [საუბარია] ელემენტარულ რამეზე — ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ვიზრდებით. აქ რაზეა საუბარი, რომ ადამიანმა, როგორ შეიძლება ეხლა, ოჯახში ვიზრდებით, დედა, რომელთანაც პირველი შეხება გვაქვს, ხო, იმის შეურაცხყოფისთვის რომ ... ამაზე გვჭირდება ახსნა-განმარტება, რომ შეიძლება ვინმეს პასუხი მოვთხოვოთ და ეს რაღაცა სკანდალით იყოს გამოწვეული და ვინმეს სკანდალურად მიაჩნდეს", — ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.

მისი თქმით, ყველა ჩვეულებრივი ამბავია, რომ "შეურაცხყოფაზე ვინმეს პასუხი მოსთხოვო" და ამას მარტივად გაიგებს ყველა — "საქართველოშიც და ყველგან".

"მარტივად გასაგებია და ყველა მარტივად გაიგებს, დაწყებული მოზარდიდან, დამთავრებული ხანდაზმულ ადამიანამდე, რომ საქართველოშიც და ყველგან, გუშინ კი ახსენა [ბერა ივანიშვილმა] საქართველოში და ქართველი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ყველა ღირსეული ადამიანი და ყველა პატივმოყვარე, ვისაც რაღაცა სახით საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა და სხვის მიმართ პატივისცემა გააჩნია, ჩვეულებრივი ამბავია, რომ შეურაცხყოფაზე ვინმეს პასუხი მოსთხოვო. აქ ხომ არ იყო [საუბარი] პასუხის მოთხოვნის ხერხებზე, ან ვინმეს რას დაუშავებს", — განაცხადა მიხეილ ყაველაშვიმა.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ჩანაწერების გამოქვეყნებიდან სამი დღის შემდეგ, 9 მარტს, ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედს ინტერვიუ მისცა. მთელი ინტერვიუს განმავლობაში მას ერთხელაც არ უთქვამს, რომ ჩანაწერები ნამდვილი არ არის. მეტიც, აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, პასუხს მოსთხოვს. დაადასტურა ბავშვების მშობლებთან მისვლაც, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები კანონისა და მორალის დაცვით მოინახულეს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები