დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

როგორ უნდა დაადგინოთ, რომ ორგანიზმში კიბოსწინარე პროცესები მიმდინარეობს: "საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბებას წლები სჭირდება"

12 მარტი 2021, პარასკევი
2 660

საქართველოს მოქალაქეებს უფასოდ ეკუთვნით სპეციალური კვლევები, რომლებიც ადრეულ ეტაპზე ავლენს კიბოს ან კიბოსწინარე დაავადებებს. ნაადრევი დიაგნოსტიკით კი საშიში დიაგნოზის თავიდან აცილებაც შესაძლებელია და მისი ადრეულ ეტაპზე განკურნებაც. ეს ყველაფერი კიბოს სკრინინგის სპეციალური პროგრამის ფარგლებში კეთდება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა უფასოა და ამ საუკუნის სენისგან ერთგვარი თავის დაზღვევის საშუალებაა, მოსახლეობა მას საკმარისი ინტენსივობით არ მიმართავს.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე გვიყვება, რა ტიპის კიბოს სკრინინგი ტარდება ჩვენს ქვეყანაში, როგორია მიმართვიანობა და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პროგრამა უფრო მასშტაბური

გახდეს:

- საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამა მოქმედებს, რომელიც დაფინასების წყაროების მიხედვით ორად, მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებად იყოფა. თბილისში რეგისტრირებული პირების მომსახურებას დედაქალაქის მერია აფინანსებს. ხოლო რეგიონებში მცხოვრებთათვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. კიბოს სკრინინგი საქართველოს მოქალაქეებისათვის უფასოა და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. ესენია:
ძუძუს კიბოს სკრინინგი, რომელიც 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის ტარდება და ითვალისწინებს შემდეგ გამოკვლევებს: მამოგრაფიასა და ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას. შესაბამისი პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, ექოსკოპიურ კვლევას და საჭიროების შემთხვევაში, ძუძუს წვრილნემსიან ასპირაციულ ბიოფსიასა
და ციტოლოგიურ კვლევას. ძუძუს კიბოს სკრინინგისას გეგმიური სარეკომენდაციო პერიოდი 2 წელს შეადგენს. 
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებისათვის და ითვალისწინებს საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას, პაპ-ტესტსა და ციტოლოგიურ კვლევას. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლპოსკოპიური კვლევა ტარდება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამულად ფინანსდება ბიოფსია და ჰისტოლოგიური კვლევა. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისას გეგმიური სარეკომენდაციო პერიოდი 3 წელს შეადგენს.
კოლორექტული ანუ მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-დან 70 წლის ჩათვლით ადამიანებისათვის (როგორც ქელების, ასევე მამაკაცებისათვის) ტარდება. ითვალისწინებს პირველადად ტესტს ფარულ სისხლდენაზე. თუ ტესტით პათოლოგია გამოვლინდა, კოლონოსკოპიური კვლევა ტარდება. საჭიროების შემთხვევაში კი კეთდება ბიოფსია და ჰისტოლოგიური გამოკვლევა. გეგმიური სარეკომენდაციო პერიოდი 2 წელს შეადგენს.
კიდევ ერთი კომპონენტი, რომელსაც პროგრამა მოიცავს, პროსტატის კიბოს მართვაა. ტარდება 50-დან 70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის და ითვალისწინებს სისხლში პროსტატის სპეციფიური ანტიგენის (PSA) გამოკვლევას. აღნიშნულ შემთხვევაში გეგმიური სარეკომენდაციო პერიოდი 1 წელს შეადგენს.
ერთი კომპონენტი, რაც თბილისისა და რეგიონის პროგრამებს შორის განსხვავებულია და თბილისში რეგისტრირებული პირებისთვისაა ხელმისაწვდომი, ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაა, პროცესს მართავს ენდოკრინოლოგი და ტარდება ექოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში კი, თირეტროპული ჰორმონის (TSH) განსაზღვრა სისხლში, ბიოფსია და ციტოლოგიური კვლევა. გეგმიური სარეკომენდაციო პერიოდი 5 წელს შეადგენს.
მიუხედავად აღნიშნული სარეკომენდაციო პერიოდებისა, ექიმის გადაწყვეტილებით, პაციენტი გამოკვლევაზე შესაძლოა ვადაზე ადრე დაიბარონ, რაც ასევე პროგრამის მიერ ფინანსდება.
პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა რისკ - ჯგუფებში ტარდება, რითიც ეს კომპონენტები განსხვავდება სკრინინგისაგან, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელი მოსახლეობის გამოკვლევას ფარულად მიმდინარე კიბოს ან კიბოსწინარე დაავადებების გამოსავლენად.
ეროვნული სკრინინგ ცენტრი ორივე პროგრამაში მონაწილეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში რეგისტრირებულ მომსახლეობას ვუწევთ მომსახურებას.

- რამდენად დიდია მომართვიანობა და როგორ იცვლება მდგომარეობა დინამიკაში?

- იმისათვის, რომ სკრინინგის პროგრამის წარმატებულობაზე ვისაუბროთ, მომართვიანობა და მოსახლეობის პროგრამაში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო გაიდლაინებით, მიზნობრივი პოპულაციის მოცვის მაჩვენებელი 70%-ს უნდა აღემატებოდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებლის შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოსახლეობის პროგრამაში ჩართულობა წლიდან წლამდე იზრდება, ის მკვეთრად ჩამოუვარდება ზემოაღნიშნულ მაჩვენებელს. შედარებით უფრო მაღალია ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ფარგლებში ჩატარებული კვლევების რაოდენობა თბილისში. რეგიონებში კიდევ უფრო დაბალია მომართვიანობის სტატისტიკა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის სკრინინგი ჩვენთან ფართომასშტაბიანი, რა უშლის ამას ხელს?

- ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოსახლეობაში ინფორმირებულობის დონე უნდა გაიზარდოს, რისთვისაც მთელი წლის განმავლობაში საინფორმაციო კამპანიას ვახორციელებთ. იგეგმება სხვადასხვა აქტივობა და მოსახლეობას ტელევიზიისა თუ სოციალური მედიის საშუალებით მიეწოდება ინფორმაცია. სამწუხაროდ, წინა თაობებში გამოკვლევების ჩატარება დამკვიდრებული პრაქტიკა არ არის. თუ ადამიანს არაფერი აწუხებს, გეგმიურ გამოკვლევაზე არ მიდის, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. სწორედ ამ მიზნით, გარდა სხვა მიზნობრივი ჯგუფებისა, ვმუშაობთ ახალგაზრდა თაობასთან-სტუდენტებთან, რათა მათ, ვიდრე მიაღწევენ სკრინინგის ასაკს, ჩამოუყალიბდეთ გარკვეული ჩვევა, კულტურა, გეგმიური გამოკვლევების ჩასატარებლად. მიუხედავად ჩვენი მრავალმხრივი მცდელობისა, ინფორმირებულობა მაინც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. გარდა საინფორმაციო კამპანიისა, პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებლის გასაზრდელად აუცილებელია ქვეყანაში ორგანიზებული სკრინინგი დაინერგოს, რაც მოქალაქეების პერსონალურ მოწვევას გულისხმობს და მათ მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს. ჩვენს ქვეყანაში სკრინინგის შერეული მოდელი მოქმედებს-ოპორტუნისტულია, თუმცა შეიცავს ორგანიზებულის ელემენტებს. ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ცენტრში იტარებენ გამოკვლევებს, აუცილებლად ვიწვევთ შემდეგ რაუნდებზე, სარეკომენდაციო პერიოდების გათვალისწინებით.
პროცესში პირველადი ჯანდაცვის რგოლის (ოჯახის ექიმების) ჩართულობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოსახლეობას სწორედ მათ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ამ შესაძლებლობისა და დაავადების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ, აკონტროლონ მათი ჩართულობა სკრინინგის პროგრამაში და მომდევნო რაუნდები.

- თუ გაქვთ მომართვიანობის სტატისტიკა, რომელ წლებში იყო ყველაზე მაღალი და ახლა რა მდგომარეობაა?

- როგორც აღვნიშნე, მომართვიანობა წლიდან წლამდე იზრდება. 2008 წელს, როდესაც ეს პროგრამა დაიწყო, მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო. ყველაზე მაღალი მომართვიანობა 2019 წელს დაფიქსირდა. 2020 წელი კიდევ უკეთესი უნდა ყოფილიყო, თუმცა პანდემიამ ცენტრის მუშაობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ამავე წელს რადიკალური შემცირება არ მომხდარა. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მცირე შეფერხების მიუხედავად, შეგვენარჩუნებინა სკრინინგული სერვისების უწყვეტობა და ამავე დროს, უსაფრთხოების პირობების სრული დაცვით გაგვეწია მომსახურება. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ვაგრძელებთ მუშაობას და ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ პროგრამაში.

- თუ არსებობს რომელიმე კიბოს სკრინინგი, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყანაში ტარდება, მაგრამ საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი?

- მსოფლიოში იმ დაავადებათა სკრინინგული პროგრამები ხორციელდება, რომელთა გამოვლენისათვის, პირველადი შეფასების საჭიროებები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. კრიტერიუმებს შორისაა პრობლემის აქტუალურობა. გარდა ამისა, საკვლევი ორგანო კვლევისთვის ადვილად ხელმისაწვდომი, ტექნიკური განხორციელების თვალსაზრისით კი მეთოდი ადვილი უნდა იყოს. უნდა არსებობდეს კვლევის განმეორებადობის საშუალება და კვლევის მეთოდს შესაბამისი მგრძნობელობა და სპეციფიურობა უნდა ჰქონდეს. ასევე, უნდა იყოს ხარჯთეფექტური და მისაღები მოსახლეობისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყველა ის კიბოს სკრინინგი, რაც მსოფლიოში არსებობს, საქართველოს მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია.

- როგორია სკრინინგით მიღებული პასუხის სიზუსტე? არსებობს ალბათობა, რომ პროცესის მიმდინარეობა ვერ დაფიქსირდეს?

- ზოგადად, მედიცინაში მსგავში შემთხვევები არის. სკრინინგის პროგრამის უარყოფითი მხარეც სწორედ ამაში მდგომარეობს. გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება დაფიქსირდეს ცრუ უარყოფითი და ცრუ დადებითი შედეგები. ცრუ უარყოფითი შედეგისას შესაძლებელია დიაგნოზი არსებობდეს და სკრინინგმა ვერ გამოავლინოს, რაც შემდეგ უარყოფითად აისახება გამოსავალზე. ჰიპერდიაგნოსტიკა ანუ ცრუ დადებითი შედეგი კი იწვევს პაციენტის მხრიდან ზემდეტ შფოთვასა და მეტ ფინანსურ დანახარჯს, გაღრმავებული კვლევების ჩასატარებლად. სიზუსტე სკრინინგული ტესტების სენსიტიურობისა და სპეციფიურობის მაჩვენებლებითაა განპირობებული. მამოგრაფიის შემთხვევაში, სენსიტიურობა, საშუალოდ 87 %-ია (50 წელს ზევით, ცხიმოვან ძუძუში კიდევ უფრო მატულობს), ხოლო სპეციფიუობა არის 89%. პაპ ტესტის სენსიტიურობა შეადგენს საშალოდ 60 %-ს, ხოლო სპეციფიურობა 95%-ს. ამიტომ, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ცდილობენ, სკრინინგული კვლევის მეთოდებისა და ტესტების სრულყოფას. პროცესს საქართველოც ფეხდაფეხ მიჰყვება და ამის მაგალითია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელის დაგეგმილი ცვლილება, რაც განსხვავებული ტექნოლოგიის, უფრო მაღალი მგრძნობელობის (HPV) ტესტის შემოტანას გულისხმობს და თავის მხრივ, მინიმუმამდე ამცირებს უზუსტობას. მიუხედავად გარკვეული ცდომილებებისა, მტკიცებულებებზე დაფუძნებით, დადგენილია სკრინინგის პროგრამის ეფექტურობა და სარგებელი.

- ვინც სისტემატურად იტარებს სკრინინგს, რეკომენდებულ შუალედში შეიძლება განვითარდეს ისეთი საშიში პროცესი, რომლის მართვაც რთული იქნება?

- ამ საუკუნეში კიბო განაჩენი აღარ არის. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე იქნება გამოვლენილი, მით მეტია გამოჯანმრთელების შანსი, თუმცა მედიცინაში ყველა ეტაპზე გარკვეული წინსვლა არსებობს. სხვასხვასხვა კომპონენტის შემთხვევაში საკითხს განსხვავებულად უნდა მივუდგეთ, მაგალითად, ვიდრე საშვილოსნოს ყელის კიბო ჩამოყალიბდება, პროცესები ძალიან ნელა მიმდინარეობს. ზოგჯერ წლებისა და ათწლეულების განმავლობაში. რეკომენდებულ შუალედებში შეიძლება მხოლოდ მცირედი პროგრესირება მივიღოთ. მაშინ, როდესაც ძუძუში პათოლოგიური პროცესები სკრინინგის რაუნდებს შორის შეიძლება განვითარდეს. ამის მაგალითია ინტერვალური კიბო. მაგრამ, თუ ადამიანი სკრინინგს რეგულარულად იტარებს, რა თქმა უნდა, უფრო დაცულია და კიბოს განვითარების გაცილებით ნაკლები ალბათობა აქვს. სკრინინგის პროგრამაც ხომ ამას ემსახურება. მისი მიზანია ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს არა მარტო კიბო, არამედ კიბოსწინარე დაავადებები, რომელთა მკურნალობაც შემდეგ გაცილებით ეფექტურია და შემთხვევათა უმრავლესობაში სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი ცნობიერების ამაღლება. მსოფლიოში სპეციალური თარიღებიც კია გამოყოფილი და ჩვენც ვუერთდებით. ესენია "ვარდისფერი ოქტომბერი", ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე, იანვარში საშვილოსნოს ყელის კიბოს კვირეულია, "ლურჯი მარტი" კოლორექტული კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა. მთელი წლის მანძილზე ტარდება საინფორმაციო კამპანია. მაგრამ, თუ სახელმწიფოში არ დაინერგება ორგანიზებული სკრინინგი, რაც პერსონალურ მოწვევასა და ვალდებულებას გულისხმობს, ძალიან გაჭირდება იმ მაჩვენებლებამდე მისვლა, რაც სკრინინგის პროგრამის წარმატებულობაზე მიუთითებს. როგორც აღვნიშნე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ზუსტად ამას გვეუბნება, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ორგანიზებული სკრინინგია დანერგილი, მოსახლეობის პროგრამაში ჩართვა მაღალია.

ყველას მინდა ვუთხრა, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადება, გაცილებით მარტივი პროცედურებითაა მოვლადი და განსაკუთრებით რთულ ჩარევებს არ საჭიროებს. ხშირად სკრინინგის პროგრამაში იმიტომ არ ერთვებიან, რომ ეშინიათ, რაიმე არ აღმოაჩნდეთ. შიშის დამარცხებაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან დაავადება, არსებობის შემთხვევაში პროგრესირებს და რაც უფრო ადრულ ეტაპზე იქნება აღმოჩენილი, მით უფრო დიდია გამოჯანმრთელების შანსი. სტატისტიკურად, ჩვენთან მოსული ადამიანების დაახლოებით 80% აბსოლუტურად ჯანმრთელია ამ კონკრეტულ დაავადებასთან მიმართებაში და დანარჩენი პროცენტებიც პათოლოგიების მიხედვით ნაწილდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ გავუჩინოთ სწორი მოლოდინი - გამოკვლევები უნდა ჩაიტარონ არა იმიტომ, რომ აუცილებლად აღმოაჩინონ დაავადება, არამედ, იმიტომ რომ იკონტროლონ ჯანმრთელობა და იყვნენ მშვიდად. ყველას მოვუწოდებ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ისარგებლონ აღნიშნული პროგრამით.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები