დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან პოლიციამ 6 პირი დააკავა

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან პოლიციამ 6 პირი დააკავა
10 მარტი 2021, ოთხშაბათი'
120

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან პოლიციამ 6 პირი დააკავა

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, სადაც „ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთისა და მოძრაობა „საქართველოს" წევრები აქციას მართავენ, პოლიციამ სულ 6 პირი დააკავა.

როგორც შსს-ს წარმომადგენელმა გოგა მემანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქტივისტები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავა.

ამასთან, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი აქტივისტი დავით კაპანაძე დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს, მან ამ მანქანის კარი გააღო და გზაზე მოძრავი ავტომობილიდან სავარაუდოდ, გადმოსვლას ცდილობდა, რისი უფლებაც მას პოლიციამ არ მისცა.

„იგინებოდა, ილანძღებოდა და ჩვენს კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა“, - განაცხადა გოგა მემანიშვილმა.

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც „ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის და მოძრაობა „საქართველოს“ წარმომადგენლები აქციას მართავენ, პოლიციამ ცოტა ხნის წინ რამდენიმე პირი დააკავა.

აქტივისტები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, ავტომობილს საპროტესტო შინაარსის მქონე ბანერით წინ გადაუდგნენ. შეხლა-შემოხლა აქტივისტებსა და სამართალლდამცავებს შორის სწორედ ამ დროს მოხდა. გარდა ამისა, პროტესტის ნიშნად, აქტივისტები ცდილობდნენ გზის სავალ ნაწილზე დამსხდარიყვნენ, რისი უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ცნობისთვის, აქტივისტები „ტვ პირველის“ ეთერში გასული აუდიოჩანაწერის შინაარს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ გამოძება ამ შინაარსთან დაკავშირებით უნდა დაწყებულიყო.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები