დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის მედია სემინარი გაიმართა

შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის მედია სემინარი გაიმართა
10 მარტი 2021, ოთხშაბათი'
223

შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის მედია სემინარი გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, ეკონომიკური პროფილის მქონე გადაცემების ჟურნალისტებისთვის მედია სემინარი გაიმართა. სემინარის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა ჟურნალისტებს, 2021 წელს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეებისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან დეტალურად განმარტა დღგ-ის ახალი რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, არსებული კრიზისის ფონზე, ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის, გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, ასევე, შეამცირებს სადავო შემთხვევებს.

მისი თქმით, საქართველომ აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საკუთარი საგადასახადო კანონმდებლობა ევროპულ დირექტივას დამატებული ღირებულების გადასახადის საერთო სისტემის შესახებ.

"რეფორმით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ამოქმედდა 2021 წლიდან, მასშტაბურია. ის ეხება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დღგ-ის მარეგულირებელ ყველა დებულებას, რის გამოც ფაქტობრივად ყველა ეს საკანონმდებლო ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. რეფორმის შედეგად საქართველოს დღგ-ის სისტემა გახდება ევროკავშირში მოქმედი დღგ-ის სისტემის მსგავსი, შედეგად, კი სავაჭრო ურთიერთობები ამ ორ სივრცეს შორის იქნება გაცილებით მარტივი და პროგნოზირებადი“, -აღნიშნა მამუკა ბარათაშვილმა.

მედიის წარმომადგენლებს, სპეციალურად მათთვის მომზადებული პრეზენტაციები ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ზაზა თაბაგარმა და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლევან ბაინდურაშვილმა წარუდგინეს.

ყურადღება გამახვილდა ისეთი საკითხების განხილვაზე, როგორიცაა: დაქირავებულ პირთა ახალი რეესტრი, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების კონტროლის მექანიზმები, „დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი“, სავარაუდო დარიცხვის გამოყენების წესები და სხვა. აქვე, გვინდა ავღნიშნოთ კიდევ ერთი პრეზენტაციის შესახებ, რომელიც ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის გამარტივებული კრიტერიუმების გაცნობას ემსახურებოდა.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება შემდეგი შეხვედრა ონლაინ ფორმატში რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შედგება.

აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები