დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

"წიწილა ხომ არ არის, 11 თვის ბავშვი სამარეში ჩავდე, რატომ არ უნდა დაისაჯოს ბავშვის მამა?!"

"წიწილა ხომ არ არის, 11 თვის ბავშვი სამარეში ჩავდე, რატომ არ უნდა დაისაჯოს ბავშვის მამა?!"
11 მარტი 2021, ხუთშაბათი
15 791

მიხუტებული, ფეჩის კარები გაიხსნა და მოხვდა", - ამის შესახებ გურჯაანში გარდაცვლილი ჩვილის დედამ, თეონა ონიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აცხადებს, ჩვილს დაზიანება თავზე ჰქონდა. ონიაშვილი ფიქრობს, რომ ბავშვი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა და მოსამართლის გადაწყვეტილებას, ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, ეთანხმება.

"მეზობელთან რომ გავიყვანე, ბავშვს სუსტი პულსი ჰქონდა. ჩემთვის უნდა ესროლა ღუმელი. როდესაც მესროლა, კარი გაიხსნა და

ბავშვს თავში მოხვდა ეს კარი. ზოგი ამბობს, ვითომ ჩემმა მეუღლემ "ფეჩი" მესროლა და ბავშვი სახეზე ავიფარე. ბავშვი სახეზე არ ამიფარებია. "ფეჩი" მომხვდა, ბავშვის დაცვა რომ მინდოდა, გულზე მყავდა მიხუტებული და "ფეჩის" კარები გაიხსნა, თავზე ჰქონდა დაზიანება, წარბის არეშიც. შვილი მომიკლა. წიწილა ხომ არ არის, 11 
თვის ბავშვი სამარეში ჩავდე, რატომ არ უნდა დაისაჯოს ბავშვის მამა?!" -აცხადებს გარდაცვლილი ბავშვის დედა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე მამაკაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ჩვილი კი, რომელიც ამ დროს დედას ხელში ეკავა, გონების დაკარგვის შემდეგ გარდაიცვალა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე დაკავებულ 36 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"ინტერპრესნიუსი"

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები