დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

"ჩვენს ურთიერთობაში ავი ენებიც ჩაერივნენ, ამ ყველაფერს შეეძლო ხელი შეეშალა ჩვენი ურთიერთობისთვის"

"ჩვენს ურთიერთობაში ავი ენებიც ჩაერივნენ, ამ ყველაფერს შეეძლო ხელი შეეშალა ჩვენი ურთიერთობისთვის"
11 მარტი 2021, ხუთშაბათი
671

ჯანო იზორიას მოურჩენელი ტკივილი და ოპტიმიზმის საიდუმლო

მსახიობი ჯანო იზორია სცენიდან ხალისიანი, უზრუნველი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ გულით ძალიან დიდ ტკივილს ატარებს: ყველაზე მძიმე მისთვის მშობლიური აფხაზეთის მონატრებაა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"პატარა ვიყავი, ილორში რომ წამიყვანეს. ვხედავდი, ხალხი მუხლზე დაჩოქილი როგორ ადიოდა ტაძარში, ზოგს ჯაჭვები ეკეთა, ზოგს მტრედები ჰყავდა მოყვანილი, შესაწირი მოჰყავდათ და ფანდურებზე უკრავდნენ... მოკლედ, ეს იყო წარმართული და საეკლესიო წესების საინტერესო სინთეზი..."

"ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენი მიწა-წყალი ვეღარ დავიბრუნოთ! ჩემი ფესვი და ძირი, ჩემი სამურზაყანო ყოველთვის თავისკენ მეძახის. შეიძლება ბაზრობაზე გავიდე და ისეთი სუნი მეცეს ან ისეთი რამ დავინახო, რაც იქაურობას უეცრად მახსენებს. ზოგჯერ მსგავსი პეიზაჟი დამინახავს და ცრემლი მომრევია - უცებ, ჩემი აფხაზეთი გამხსენებია..."

"ჩემი მომავალი მეუღლე 
ჩემს აფხაზ მეგობრებთან - ქეცბაიებთან გავიცანი. ოთხი დაა და ოთხივე ძალიან კარგი გოგოა, ზემო გალიდან არიან და ტაბიძის ქუჩაზე რესტორანი აქვთ. ვმეგობრობდით და სოხუმის თეატრში რეპეტიციები რომ მქონდა, მათთან ხშირად დავდიოდი. იქ ყავას ვწრუპავდით, ვლაპარაკობდით და სწორედ ამ გოგოების დაქალი აღმოჩნდა ჩემი გვანცია..."

"მე პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი მყავს. ცოტა დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი, როგორ გამიგებდა, მაგრამ ერთმანეთი ჩვენი წარსულით მივიღეთ, ახლა კი საერთო მომავალი გვინდა. რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობაში ავი ენებიც ჩაერივნენ, ამ ყველაფერს შეეძლო ხელი შეეშალა ჩვენი ურთიერთობისთვის, მაგრამ რადგან არ შეუშალა, ესე იგი, ასე იყო საჭირო. მოკლედ, კახელისა და მეგრელის წყვილი საკმაოდ მტკიცე აღმოჩნდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 11 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები