დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

სოკოს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს იმუნურ სისტემაზე. ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, როგორ ზემოქმედებს სოკო ადამიანის ჯანმრთელობაზე

სოკოს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს იმუნურ სისტემაზე. ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, როგორ ზემოქმედებს სოკო ადამიანის ჯანმრთელობაზე
10 მარტი 2021, ოთხშაბათი'
192

სოკოს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს იმუნურ სისტემაზე. ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, როგორ ზემოქმედებს სოკო ადამიანის ჯანმრთელობაზე 

სოკოს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს იმუნიტეტზე. ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, როგორ ზემოქმედებს სოკო ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლო წარსულში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სოკო გამოირჩევა დიდი რაოდენობით D ვიტამინის შემცველობით და ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის. გარდა ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სოკო, როგორც ადამიანის კანი, ფლობს შესაძლებლობას მიღებული ულტრაიისფერი სხივები გარდაქმნას ვიტამინებად. ამ თვისებას სოკო ინახავს მოჭრის შემდეგაც კი. ამგვარად, მეცნიერები თვლიან, რომ სოკო ძალიან სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის, სოკო უზრუნველყოფს კალციუმის ათვისებას და კბილებისა და სახსრების გაძლიერებას.

კვლევის ჩასატარებლად მეცნიერებმა მოიწვიეს 36 მოხალისე. მონაწილეთა ერთი ჯგუფი რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველდღიურად იღებდა 2000 ერთეულ D ვიტამინს. მეორე ჯგუფი იღებდა საკვებში მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ გატარებულ სოკოს ფხვნილს. კვლევის ბოლოს D ვიტამინის მაჩვენებელი ორივე ჯგუფის წარმომადგენელებს, ფაქტობრივად, ერთნაირი ჰქონდათ.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თერმული დამუშავების პროცესში სოკო აბსულუტურად არ კარგავს თავის თვისებებს. სხვა სიტყვებით, როცა ვამზადებთ კერძს სოკოსგან, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული ვიტამინების შენარჩუნებაში - ასეთი თვისება სასარგებლო პროდუქტებს შორის იშვიათად გვხვდება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები