დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

2 სუპერ-ნარევის რეცეპტი ორგანიზმის ვიტამინებით გასამდიდრებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად!

2 სუპერ-ნარევის რეცეპტი ორგანიზმის ვიტამინებით გასამდიდრებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად!
10 მარტი 2021, ოთხშაბათი'
400

2 სუპერ-ნარევის რეცეპტი ორგანიზმის ვიტამინებით გასამდიდრებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად! 

გთავაზობთ 2 სუპერ ნარევის რეცეპტს ორგანიზმის გასამდიდრებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

პირველი რეცეპტი.

პროდუქტები:
1/2 ჭიქა ქიშმიში
1 ჭიქა კაკლის გული
1/2 ჭიქა ნუში
2 ლიმონის ქერქი
1/2 ჭიქა გარგარის და ამავე რაოდენობის შავი ქლიავის ჩირი
150 გ. თაფლი

მომზადება:
გაატარეთ ხორცსაკეპში 1/2 ჭიქა ქიშმიში, 1 ჭიქა კაკალი, 1/2 ჭიქა ნუში, 2 ლიმონის ქერქი. ლიმონი კი ჩააწურეთ მასაში, ქერქიც გაატარეთ ხორცსაკეპში ცალკე. შემდეგ ვამატებთ 1/2 ჭიქა გარგარისა და ქლიავის ჩირს, 150 გ. თაფლს.

დააყენეთ 1-2 დღე ბნელ ადგილას, შეინახეთ მაცივარში, ზრდასრულემბა მიიღეთ 1-2 ს.კ. 3ჯერ დღეში, ბავშვებმა 3 წლიდან 1 ჩ.კ. 2ჯერ დღეში.

მეორე რეცეპტი.


პროდუქტები:
200 გ. გარგარის ჩირი
200 გ. შავი ქლიავის ჩირი
200 გ. ლეღვი
200 გ. კაკალი
200 გ. ქიშმიში
200 გ. თაფლი
1 ლიმონი
50 მლ. კონიაკი

მომზადება:
200 გ. გარგარის ჩირი, 200 გ. შავი ქლიავის ჩირი, 200 გ. ლეღვი, 200 გ. კაკალი, 200 გ. ქიშმიში, 200 გ. თაფლი, 1 ლიმონი, 50 მლ. კონიაკი. ჩირი და ლიმონი ქერქთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპში, დაასხით ნარევს თაფლი და კონიაკი. ქილაში და მაცივარში. მიიღეთ ჭამამდე 1 ს.კ..

იყავით ჯანმრთელები! გემრიელად მიირთვით! 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები