დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

რა არის ცნობილი Astrazeneca-ს ვაქცინის შესახებ, რომლითაც მალე საქართველოში ვაქცინაცია დაიწყება - რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია ის

რა არის ცნობილი Astrazeneca-ს ვაქცინის შესახებ, რომლითაც მალე საქართველოში ვაქცინაცია დაიწყება -  რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია ის
11 მარტი 2021, ხუთშაბათი
1 796

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შა­ბათს, 13 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის, Astrazeneca-ს პირ­ვე­ლი დო­ზე­ბი შე­მო­ვა.
ვნა­ხოთ რა არის აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი და რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს გას­ცემს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია. ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლი მა­სა­ლა ჯან­მოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ემ­ყა­რე­ბა, რო­მე­ლიც შედ­გე­ნი­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის იმუ­ნი­ზა­ცი­ის სა­კი­თხე­ბის სტრა­ტე­გი­ულ მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფის მიერ და და­ფუძ­ნე­ბუ­ლია Astrazeneca-ს კვლე­ვე­ბის შუ­ა­ლე­დურ ან­გა­რიშ­ზე.
  • პირ­ველ რიგ­ში, ვინ უნდა მი­ი­ღოს "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნა?
ჯან­მოს რე­კო­მენ­და­ცი­ის მი­ხედ­ვით, უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა მი­ე­ნი­ჭოთ მო­წყვლად ჯგუ­ფებს, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს მუ­შა­კებს და ხან­ში შე­სულ ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის, 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლებს.


ვაქ­ცი­ნა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია იმ თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ზრდის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ვაქ­ცი­ნა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ჭარ­ბწო­ნი­ა­ნე­ბის­თვის, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ასე­ვე დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის. ვაქ­ცი­ნა­ცია შე­იძ­ლე­ბა ჩა­უ­ტარ­დეთ იმ პი­რებ­საც, რომ­ლებ­მაც უკვე გა­და­ი­ტა­ნეს კო­ვი­დი
"ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მე­ძუ­ძუ­რი ქა­ლე­ბის­თვი­საც, თუ ისი­ნი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის მო­წყვლად ჯგუ­ფებ­ში არი­ან (მა­გა­ლი­თად, აქვთ თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა). ჯან­მო არ გირ­ჩევთ ძუ­ძუ­თი კვე­ბის შე­წყვე­ტას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ.
  • შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ვაქ­ცი­ნა­ცია ორ­სუ­ლო­ბის დროს?
ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბის­თვის კო­ვი­დი საკ­მა­ოდ დიდი რის­კია, მაგ­რამ არის თუ არა ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბა ორ­სუ­ლო­ბი­სას უსაფრ­თხო, ეს სა­კი­თხი საკ­მა­რი­სად შეს­წავ­ლი­ლი ჯერ არ გახ­ლავთ. თუ ორ­სულ ქალს აქვს რა­ი­მე თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის გა­მოც, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შე­ექ­მნას, ასეთ დროს უნდა აიც­რას სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად. ექიმ­მა უნდა შე­ა­ფა­სოს მისი მდგო­მა­რე­ო­ბის სირ­თუ­ლე.
  • ვის­თვის არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა?
ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც აქვთ სე­რი­ო­ზუ­ლი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის ის­ტო­რია ვაქ­ცი­ნის შე­მად­გე­ნელ რო­მე­ლი­მე კომ­პო­ნენტზე, მათ "ას­ტრა­ზე­ნე­კა" არ უნდა მი­ი­ღონ. ასე­ვე, ვაქ­ცი­ნა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის 18 წლამ­დე პი­რე­ბის­თვის. სა­ნამ მო­ზარ­დებ­ში მის მი­ღე­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ას გა­უ­წე­ვენ, შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს.
  • ვაქ­ცი­ნის რა დოზა უნდა მი­ი­ღოთ?
ჯან­მოს რე­კო­მენ­და­ცი­ით, ეფექ­ტი­ა­ნო­ბის­თვის, 8-დან 12 კვი­რამ­დე ინ­ტერ­ვა­ლით, ორი დო­ზის გა­კე­თე­ბაა სა­ჭი­რო. თითო დოზა 0,5 მი­ლიგ­რა­მი.
  • უსაფრ­თხო­ე­ბა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბა
ჯან­მოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა აკ­მა­ყო­ფი­ლებს ევ­რო­პის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს. ევ­რო­პის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ა­გენ­ტომ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ა­ფა­სა ხა­რის­ხი, უსაფრ­თხო­ე­ბა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბა და დარ­თო ნე­ბარ­თვა მის გა­მო­ყე­ნე­ბას. "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა 63,09%-ია (შე­ნიშ­ვნა: ეფექ­ტი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბიც, რო­მელ­ზეც ქვე­მოთ ვი­სა­უბ­რებთ).
  • ამ­ცი­რებს თუ არა ვირუ­სის გა­და­ცე­მის რისკს "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა
არ­სე­ბობს კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ცე­მას ამ­ცი­რებს, თუმ­ცა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­საკ­მა­რი­სად თვლის და წე­რენ, რომ არ არ­სე­ბობს ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლის და­სა­სა­ბუ­თებ­ლად. ამი­ტო­მაც, ჯან­მო გვირ­ჩევს, რომ და­ვიც­ვათ დის­ტან­ცია, შე­სა­ბა­მი­სი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და ვა­ტა­როთ პირ­ბა­დე.
ცნო­ბის­თვის ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­და, "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა, BBC.
გა­მო­ცე­მა წერს, რომ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, Oxford-AstraZeneca-ს ვაქ­ცი­ნის ერთი დოზა ძალ­ზე ეფექ­ტი­ა­ნია, ის 80%-ზე უფრო მე­ტით ამ­ცი­რებს და­ა­ვა­დე­ბის შანსს და ასე­ვე ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. რო­გორც BBC-ის სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, კვლე­ვა გა­მოქ­ვეყ­ნდა Public Health England-ში და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის ერთი დოზა მა­ინც მი­ი­ღეს. BBC-ის ცნო­ბით­ვე, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუ რამ­დე­ნი ხნით იცავს ვაქ­ცი­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან და მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, astrazeneca-ს ვაქ­ცი­ნა იცავს მი­ნი­მუმ 6 თვით
  • რა­ტომ ზღუ­დავს ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა ამ ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას?
ზო­გი­ერთ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნით ცრი­ან 18-დან 65 წლამ­დე ადა­მი­ა­ნებს, ვი­ნა­ი­დან რო­გორც ამ­ბო­ბენ, 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში ის ეფექ­ტი­ა­ნი არ არის. თუმ­ცა ქვეყ­ნე­ბის ნა­წილ­მა, მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­მა და გერ­მა­ნი­ამ ეს შე­ზღუდ­ვა მოხ­სნა. მწარ­მო­ებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა ისე­თი­ვე ეფექ­ტი­ა­ნია ხან­დაზ­მუ­ლებ­შიც, რო­გორც ახალ­გაზ­რდებ­ში.
გარ­და ამი­სა, სა­ყუ­რა­დღე­ბოა კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი, რო­გორც cnbc.com წერს, და­ნი­ამ შე­ა­ჩე­რა "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნით აც­რის პრო­ცე­სი, რად­გა­ნაც გა­მოვ­ლინ­და რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ პირს სის­ხლის შე­დე­დე­ბა გა­ნუ­ვი­თარ­და. გა­სულ კვი­რა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი რამ მოხ­და ავ­სტრი­ა­შიც, სა­დაც ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, 59 წლის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნულ ქვე­ყა­ნა­შიც "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნით აც­რე­ბი ამ დრო­ის­თვის შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, გარ­დაც­ვა­ლე­ბა და სის­ხლის შე­დე­დე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო თუ არა ვაქ­ცი­ნა­ცი­ით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები