დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

ნევროლოგებმა ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებელი საშუალება აღმოაჩინეს

ნევროლოგებმა ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებელი საშუალება აღმოაჩინეს
12 მარტი 2021, პარასკევი
1 552

სეზამის მარცვლები შეიცავს უნიკალურ ნაერთს-სეზამინოლს. ეს ანტიოქსიდანტი პარკინსონის დაავადებისას იცავს თავის ტვინის შავი სუბსტანციის ნეირონებს სიკვდილისაგან. იგი ამცირებს ჟანგვით სტრესსა და ჟანგბადის რეაქციული ფორმების ზემოქმედებას.

ოსაკის უნივერსიტეტში ჩატარდა ექსპერიმენტების სერია, რომლითაც დადგინდა, რამდენად იყო დასაშვები სეზამინოლის გამოყენება ჟანგბადის რეაქციული ფორმებისაგან ნეირონების დასაცავად. ნაერთმა დაამტკიცა ეფექტურობა- ის ამცირებდა ნეირონებში ჟანგბადის საშიში ფორმების გამომუშავებას.

ექსპერიმენტი ტარდებოდა მღრღნელებზე, რომელთაც ჰქონდათ პარკინსონის დაავადების მსგავსი დარღვევები (აღინიშნებოდა დოფამინის გამომუშავების შემცირება და შედეგად მოძრაობის ფუნქციის დარღვევა). 36 დღის განმავლობაში მღრღნელები საკვებთან ერთად ღებულობდნენ სეზამინოლს, რის შედეგადაც იზრდებოდა

მათში დოფამინის დონე და უმჯობესდებოდა მოძრაობის უნარი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები