დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

პრობიოტიკები - წონის კლების პოტენციური საშუალება

12 მარტი 2021, პარასკევი
403

2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.პრობიოტიკები ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო საკვები დანამატებია.

ისინი ადამიანის ბუნებრივი მიკროფლორის ცოცხალი მიკოორგანიზმებია.

პრობიოტიკის შემცველი პრეპარატები ცოცხალ ბაქტერიებს შეიცავენ. ისინი ნაწლავთა დარღვეულ ფლორას აღადგენენ, მათი დახმარებით ნაწლავის მიკრობული შეამადგენლობა რეგულირდება და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება უმჯობესდება.

მკვლევარებმა დაადგინეს ნაწლავის მიკრობიომსა და წონას შორის კავშირი.

თუ ნაწლავური მიკროფლორა - ბაქტერიების შემადგენლობა - დაირღვა, ეს გამოიწვევს ინსულინის წინააღმდეგობის გაზრდას, ცხიმის დაგროვებას.

პრობიოტიკების მიღებამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს წონის კლებას. 
კვლევის დროს იმ საკონტროლო ჯგუფებს, რომლებიც პრობიოტიკებს ღებულობდნენ, შეუმცირდათ წელის გარშემოწერილობა და ცხიმის რაოდენობა.

ასეთი სასარგებლო ბაქტერიები, ძირითადად, არის ლაქტობაქტერიები და ბიფიდობაქტერიები, რომლებიც მსხვილი ნაწლავის ბაქტერიების შემადგენლობას აუმჯობესებენ.

კვლევები აჩვენებს, რომ პრობიოტიკები დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამცირებს ანთებით პროცესებს.

თუმცა არსებობს მეორე მხარე, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება დიდი რაოდენობით პრობიოტიკების საკვებ დანამატად გამოყენებას.

მათი თქმით, დიდი დოზით გამოყენება ნაწლავში ჭარბად გაზრდის ბაქტერიებს.

ის არ შეიძლება სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის, ვინაიდან სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების რისკს ზრდის.

ექსპერტების თქმით, ჯერ არ დადგენილა, რომ პრობიოტიკები საყოველთაოდ უსაფრთხო და ეფექტურია. არ არის მტკიცებულება, მის გრძელვადიან უსაფრთხოებაზე.

ასეთ კვლევებს კი ხშირად თავად პრობიოტიკების მწარმოებელი კომპანიები აფინანსებენ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები