დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

ვიდეო მოძალადე დედას უფროსმა შვილმა გადაუღო (?!) – დეტალები სკანდალური ვიდეოს გარშემო

ვიდეო მოძალადე დედას უფროსმა შვილმა გადაუღო (?!) – დეტალები სკანდალური ვიდეოს გარშემო
14 აპრილი 2021, ოთხშაბათი'
933

ვიდეოკადრებმა, რომელიც მოძალადე დედაზე დღეს გავრცელდა საზოგადოება შეძრა. ფარულად გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ 2 წლის ბავშვზე მშობელი ძალადობს და ამას შემდეგ, მედიასთან თავადაც ადასტურებს.
 
პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ ვიდეო უფროსმა შვილმა გადაიღო. მან მობილური ტელეფონი ოჯახის ახლობელ ქალბატონს სთხოვა, რადგან თავად არ ჰქონდა და მისი დახმარებით, კადრები და ინფორმაცია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიეწოდა, რომელსაც სოციალური მუშაკების მხრიდან, დაუყოვნებლივ რეაგირება მოჰყვა.
 
ინფორმირებული წყაროს ცნობით, საზოგადოებამ ოჯახური ძალადობის ამსახველი შემზარავი კადრები დღეს იხილა, მაგრამ სოციალური მუშაკები ინფორმირებულები 2 დღის წინ იყვნენ და პატარები ბიოლოგიური ოჯახიდან სწორედ 2 დღის წინ გამოიყვანეს.
 


ახლა, ამ ოჯახის სამი შვილი სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაშია, ბავშვები თავს კარგად გრძნობენ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრობენ. პატარების გადაყვანა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ საჭირო იმიტომ გახდა, რომ მეორე მშობელი ცოლთან განქორწინებული იყო და ახლა მას სხვა ოჯახი ჰყავს.
 
“შემთხვევის დღეს, ორი დღის წინ, უფროსმა შვილმა დედის ახლობელს სთხოვა, ტელეფონი ეთხოვებინა, რადგან თავად არ ჰქონდა, როცა ბავშვზე ძალადობა დაიწყო და გადაღება შეძლებოდათ. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ბავშვმა ვიდეოს გადაღება მოასწრო და ახლობელს სოციალურ სამსახურში გაგზავნა სთხოვა.
 
სოციალურმა მუშაკებმა შეტყობინების შესვლისთანავე რეაგირება მოახდინეს და სამივე ბავშვი დედისგან 2 დღის წინ წაიყვანეს. ის ბავშვებთან ერთად მარტო ცხოვრობდა. ქმარი გაშორდა და მეორე ოჯახი შექმნა.” – ამბობს ინფორმირებული წყარო.
 
“პრაიმტაიმი” ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიმართა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბავშვთა უფლებების დაცვის გამო, დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. თუმცა ამბობენ, რომ ოჯახში მცხოვრები სამივე ბავშვი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფება და ისინი თავს კარგად გრძნობენ.
 
„ამ ეტაპზე, მეორე მზრუნველთან, მამასთან ბავშვების გადაყვანა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.” – აცხადებენ უწყებაში.
 
ცნობისთვის, ძალადობაში ბრალდებულ ქალს ერთი თვით შვილებთან მიახლოება შემაკავებელი ორდერის საფუძველზე აეკრძალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. დღეს კი, ხაშურის სასამართომ დედისგან შვილების გამოყვანის საქმე განიხილა და სოციალური მუშაკის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები