დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

"მეც მინდოდა დაქორწინება, თუმცა ყველაფერი კრახით დასრულდა..." - ცნობილი შეფ-მზარეულის უცნობი ცხოვრება და 13 წლიდან დაწყებული ბრძოლა წარმატებისთვის

"მეც მინდოდა დაქორწინება, თუმცა ყველაფერი კრახით დასრულდა..." - ცნობილი შეფ-მზარეულის უცნობი ცხოვრება და 13 წლიდან დაწყებული ბრძოლა წარმატებისთვის
02 მაი 2021, კვირა
2 370

გუ­რამ ბაღ­დოშ­ვი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა და რეს­პონ­დენ­ტია. მას­ზე თით­ქოს ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის, თუმ­ცა არის ისე­თი დე­ტა­ლე­ბიც, რო­მე­ლიც უც­ნო­ბია მისი ცხოვ­რე­ბი­დან. პან­დე­მი­ის დროს ყო­ველ­დღე 150 ადა­მი­ანს უფა­სოდ აპუ­რებ­და ხმა­უ­რი­სა და კა­მე­რე­ბის გა­რე­შე. ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი ნაშ­რო­მის იმათ­თვის და­რი­გე­ბა არ უყ­ვარს, ვი­საც შრო­მა შე­უძ­ლია. ცნო­ბი­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლი ძა­ლი­ან გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. როცა მან პან­დე­მი­უ­რი ჩა­კე­ტი­ლო­ბი­სას ის პენ­სი­ო­ნე­რე­ბი და­ი­ნა­ხა, რომ­ლე­ბიც უსახ­სროდ რჩე­ბოდ­ნენ, რად­გან ქუ­ჩა­ში მზე­სუმ­ზი­რა­საც ვერ ყიდ­დნენ, საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნია "და­ა­პუ­რე შენი უბა­ნი" წა­მო­ი­წყო. ამ ფაქტს ცნო­ბი­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლი არ ახ­მა­უ­რებ­და, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია "გზამ" ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ი­პო­ვა.
- ფან­ტას­ტი­კუ­რი ბავ­შვო­ბის პე­რი­ო­დი მქონ­და. უბ­რა­ლოდ, დრო არ იყო ბავ­შვო­ბის­თვის - 13 წლი­დან ვმუ­შა­ობ­დი და ოჯახს ვეხ­მა­რე­ბო­დი. თავ­და­პირ­ვე­ლად სას­ტუმ­რო­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, შემ­დეგ მარ­ტო წა­ვე­დი მოს­კოვ­ში და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა იქ გა­ვაგ­რძე­ლე. ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი და გავ­ხდი სას­ტუმ­რო-რეს­ტორ­ნის შეფ-მზა­რე­უ­ლი. ამის შემ­დეგ ევ­რო­პა­ში წა­ვე­დი, სა­დაც და­ი­წყო ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა.
- რამ გა­ნა­პი­რო­ბა თქვე­ნი მუ­შა­ო­ბა ასეთ პა­ტა­რა ასა­კი­დან?

- ჩემი წი­ნაპ­რე­ბი მეს­ხე­ბი არი­ან. მე თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე. მამა რომ გარ­და­მეც­ვა­ლა, 13 წლის ვი­ყა­ვი და მას შემ­დეგ სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღე ოჯახ­ზე ზრუნ­ვა. ბავ­შვო­ბი­დან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვი­ყა­ვი.- რო­გო­რი მოს­წავ­ლე იყა­ვით?
- ცუდი, არ ვსწავ­ლობ­დი. მას­წავ­ლე­ბე­ლი თავ­ზე თუ და­მად­გე­ბო­და, კარგ ნი­შანს ვი­ღებ­დი. სა­გა­ნი რომ არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გაკ­ვე­თი­ლიც უინ­ტე­რე­სო იყო ჩემ­თვის. პე­და­გო­გი თუ არ მიყ­ვარ­და, გაკ­ვე­თი­ლიც არ მიყ­ვარ­და.
- რო­დის დარ­წმუნ­დით, რომ მზა­რე­უ­ლო­ბა თქვე­ნი ნამ­დვი­ლი მო­წო­დე­ბა იყო?
- 6 წლი­დან. მთე­ლი ოჯა­ხი და წი­ნაპ­რე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მზა­რე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ. დღეს მზა­რე­უ­ლის პრო­ფე­სია ხე­ლოვ­ნე­ბა­დაც მი­იჩ­ნე­ვა, თუმ­ცა ადრე, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, ეს ასე სუ­ლაც არ იყო და გრცხვე­ნო­და კი­დეც, მზა­რე­უ­ლი თუ იყა­ვი.
 ვინ იყო ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მზა­რე­უ­ლო­ბა გას­წავ­ლათ?
- ყვე­ლა­ფერს, რა­საც ვა­კე­თებ, თვით­ნას­წავ­ლად მი­მაჩ­ნია. ენე­ბიც კი. სკო­ლა­ში მხო­ლოდ მა­თე­მა­ტი­კას და გრა­მა­ტი­კას ვსწავ­ლობ­დი კარ­გად. სხვაგ­ვა­რად მქონ­და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი IQ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არას­დროს არც ერთი წიგ­ნი არ წა­მი­კი­თხავს. ამას წი­ნათ წიგ­ნი მა­ჩუ­ქეს - "სა­პი­ენ­სი - კა­ცობ­რი­ო­ბის მოკ­ლე ის­ტო­რია" ჰქვია, ვფიქ­რობ, წა­ვი­კი­თხო. ჩემი ჰობი ან­თრო­პო­ლო­გი­აა... ემიგ­რა­ცი­ა­ში წარ­მო­მავ­ლო­ბა დიდ როლს თა­მა­შობს. სა­ჭი­რო გა­ნათ­ლე­ბა რომ არ მქონ­და მი­ღე­ბუ­ლი ან­თრო­პო­ლო­გი­ა­ში, ჩე­მით და­ვი­წყე კა­ცობ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზე­ბის ძი­ე­ბა და გაც­ნო­ბა. მა­ინ­ტე­რე­სებს ძვე­ლი ქვის თუ ბრინ­ჯა­ოს ხანა. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ნივ­თე­ბის კო­ლექ­ცი­აც მაქვს და ნუ­მიზ­მა­ტი­კა­თაც ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ჩემს რეს­ტო­რან­ში გა­მო­ფე­ნი­ლია ეს ნივ­თე­ბი და ყვე­ლას შე­უძ­ლია და­ათ­ვა­ლი­ე­როს


- პირ­ველ წარ­მა­ტე­ბას რო­დის მი­აღ­წი­ეთ?
- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა 13 წლის ასაკ­ში იყო, როცა პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი ვი­შო­ვე. ეს არ იყო დღე­ვან­დე­ლი ვარ­სკვლა­ვუ­რი წარ­მა­ტე­ბა. არ მიყ­ვარს სა­კუ­თა­რი თა­ვის ქება, მაგ­რამ "ის ურ­ჩევ­ნია მა­მულ­სა, რომ შვი­ლი სჯობ­დეს მა­მა­სა", ამ სლო­გა­ნით ვცხოვ­რობ. ბუ­ნე­ბით ლი­დე­რი ვარ. მიყ­ვარს პრობ­ლე­მებ­თან შერ­კი­ნე­ბა, შე­უს­რუ­ლე­ბე­ლის დაძ­ლე­ვა, და­ცე­მა და წა­მოდ­გო­მა.
- იმედ­გაც­რუ­ე­ბა, რო­მე­ლიც და­გიძ­ლე­ვი­ათ...
- მე თუ არ მოვ­კვდი, ე.ი. გა­დავ­რჩი. არც ერთ მარ­ცხს არ ვნა­ნობ. ამა­ვე დროს, ჩემ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს პრი­ვი­ლე­გი­ას, მა­ტე­რი­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას.
- და მა­ინც, რო­გო­რი ხართ?
- ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, სა­მარ­თლი­ა­ნი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე და სხვა­საც ვაძ­ლევ თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, თუმ­ცა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ყუ­რა­დღე­ბას მო­ვი­თხოვ. როცა ამ ორ რა­მეს კარ­გავს ადა­მი­ა­ნი, ვბრაზ­დე­ბი. ვფიქ­რობ, კარ­გი ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ, რაც შე­დეგ­ზე აი­სა­ხე­ბა. კარ­გმა მე­ნე­ჯერ­მა მე­ნე­ჯმენ­ტი, ფსი­ქო­ლო­გია და ფი­ლო­სო­ფია უნდა იცო­დეს. ჩემ­ში ბუ­ნებ­რი­ვად ჩა­მო­ყა­ლიბ­და ყვე­ლა­ფე­რი.
 პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე რას იტყვით?
- ჩემი ცხოვ­რე­ბა, პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ისე­თია, რო­გო­რიც შავი ბე­რის. ცოლ-შვი­ლი არ მყავს, არ მცა­ლია ამის­თვის. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­იძ­ლე­ბა მი­ვეჩ­ვიე კი­დეც მარ­ტო­ო­ბას. იმ ასაკ­ში, როცა ცოლი მოჰ­ყავთ, მეც მინ­დო­და და­ქორ­წი­ნე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი კრა­ხით დას­რულ­და. არ შემ­ხვდა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩემი მეგ­ზუ­რი გახ­დე­ბო­და. ეს სუ­ლაც არ არის ცუდი. როცა ხარ მგე­ლი, მდი­ნა­რე და არ­წი­ვი, მარ­ტო­მაც შე­გიძ­ლია თავი გა­არ­თვა ყვე­ლა­ფერს. ხომ ხე­დავთ, მტკვა­რი არაგ­ვს უერ­თდე­ბა და ისი­ნიც სხვა­დას­ხვა ფე­რია. ხან­და­ხან ორ წინ­დას ვერ ვა­წყვი­ლებ და ჩემს თავს რო­გორ და­ვა­წყვი­ლებ? თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში ბი­ჭებს ცო­ლე­ბი იმი­ტომ მოჰ­ყავთ, რომ სუს­ტე­ბი არი­ან და ზურ­გის გამ­მაგ­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სჭირ­დე­ბათ.
შვი­ლე­ბი მინ­და, მაგ­რამ სად მი­დი­ხარ, სად იყა­ვი, რო­დის მოხ­ვალ? - ეს რომ მკი­თხოს ვინ­მემ და წას­ვლა-მოს­ვლა გა­მი­კონ­ტრო­ლოს, ვე­ღარ გა­ვუძ­ლებ. მე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ევ­რო­პა­ში 23 წლი­სა წა­ვე­დი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­რე, ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­შიც თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცოლი უკვე სა­ჭი­რო არ იყო. ძა­ლი­ან ცო­ტას ვხე­დავ ერ­თდრო­უ­ლად და­ქორ­წი­ნე­ბულ­სა და ბედ­ნი­ერს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა-კონ­ტრაქ­ტი უფრო აკავ­ში­რებს ბევრ ცოლ-ქმარს, ვიდ­რე სიყ­ვა­რუ­ლი. ისე­თი წყვი­ლე­ბი ვიცი, სექ­სი სა­ერ­თოდ რომ არ აქვთ. რო­გორც მო­ნა­დი­რეს უყ­ვარს ნა­დი­რო­ბა, ისე უყ­ვარს კაცს ქალი, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას მა­ინც სხვა ხიბ­ლი აქვს...
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები