დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

ადგილი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ლოცულობდნენ - კლდეში ნაკვეთი სუმელას უძველესი მონასტერი, რომელსაც სასწაულებსა და ლეგენდებს უკავშირებენ

ადგილი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ლოცულობდნენ - კლდეში ნაკვეთი სუმელას უძველესი მონასტერი, რომელსაც სასწაულებსა და ლეგენდებს უკავშირებენ
02 მაი 2021, კვირა
572

თურ­ქე­თი ტუ­რის­ტე­ბის­თვის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ქვე­ყა­ნა სავ­სეა უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა, ად­გი­ლე­ბით, სა­დაც კვა­ლის წაშ­ლის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ფა­სა­დებს მიღ­მა მა­ინც იკი­თხე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის სი­დი­ა­დე.
თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას ინა­ხავს და ამ­ბო­ბენ, რომ თუ გინ­და ნამ­დვი­ლად შე­იგ­რძნო უძ­ვე­ლე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის რიტ­მი და გა­უ­გო ძველ ეპო­ქას, ეს ად­გი­ლე­ბი უნდა მო­ი­ნა­ხუ­ლო. აქ ნა­ხავთ, თუ რო­გორ ერ­წყმის აღ­მო­სავ­ლუ­რი და და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რა ერ­თმა­ნეთს.
ერთ-ერთი ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლი ტრა­პი­ზონ­ში, IV-V სა­უ­კუ­ნე­ე­ბით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი, კლდე­ში ნაკ­ვე­თი სუ­მე­ლას მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი მო­ნას­ტე­რია, რო­მელ­საც პან­დე­მი­ამ­დელ პე­რი­ოდ­ში, ყო­ველ­წლი­უ­რად, ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობ­და.სუ­მე­ლას სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი შავი ზღვის რე­გი­ონ­ში, ტრა­პი­ზო­ნის პრო­ვინ­ცი­ის მა­ჩკას ოლ­ქში მდე­ბა­რე­ობს. მო­ნას­ტერს ვრცე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს. სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, მის და­მა­არ­სებ­ლად ათე­ნე­ლი მღვდე­ლი, ბარ­ნა­ბე ით­ვლე­ბა, რო­მე­ლიც 375-395 წლებ­ში ცხოვ­რობ­და.
არა­ბე­ბის თავ­დას­ხმის შემ­დეგ, მო­ნას­ტე­რი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლა, მე­ექ­ვსე სა­უ­კუ­ნე­ში კი, წმინ­და სოფ­რონს აღუდ­გე­ნია. ტრა­პი­ზო­ნის იმ­პე­რი­ის პე­რი­ოდ­ში, მო­ნას­ტე­რი მდი­და­რი ად­გი­ლი ყო­ფი­ლა, ხოლო იქა­უ­რი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი. რო­დე­საც XV სა­უ­კუ­ნე­ში ოს­მა­ლებ­მა ტრა­პი­ზო­ნის იმ­პე­რია და­ი­პყრეს, სუ­მე­ლას მო­ნას­ტე­რიც სულ­თნე­ბის ხელ­ში გა­და­ვი­და და ტაძ­რი­დან ბერ­ძნე­ბი წა­ვიდ­ნენ, სა­მო­ნას­ტრო ცხოვ­რე­ბაც შე­წყდა.
სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი მო­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე სამ­ლოც­ვე­ლოს, მო­სას­ვე­ნე­ბელ ოთახს, ბე­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელს, ბიბ­ლი­ო­თე­კას და კლდე­ში ნაკ­ვეთ, უნი­კა­ლურ მო­ნას­ტერს
მო­ნას­ტერ­ში და­ცუ­ლი სა­გან­ძუ­რი, რე­ლიქ­ვი­ე­ბი, მათ შო­რის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ღვთის­მშობ­ლის ხატი, პონ­ტო­ელ­მა ბერ­ძნებ­მა და­კარ­გვას გა­და­არ­ჩი­ნეს. ამ­ჟა­მად კი, ის სა­ბერ­ძნეთ­ში, ვერ­მი­ო­ნის მთებ­ში აგე­ბულ ტა­ძარ­ში ინა­ხე­ბა.



სუ­მე­ლას ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხატი
სუ­მე­ლას მო­ნას­ტე­რი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­როს­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ად­გი­ლად ით­ვლე­ბო­და, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ის ოს­მა­ლე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა, თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა და­კარ­გა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მარ­თლმა­დი­დე­ბელ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს იქ მსა­ხუ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ნება დარ­თეს, თუმ­ცა1923 წელს, რო­დე­საც ოტო­მან­თა იმ­პე­რია და­ე­ცა, სუ­მე­ლას მო­ნას­ტე­რი და­ცა­რი­ელ­და, რად­გა­ნაც ლო­ზა­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, თურ­ქებ­სა და ბერ­ძნებს შო­რის მო­სახ­ლე­ო­ბის გაც­ვლა მო­ი­თხო­ვეს და ბერ­ძენ­მა ღვთის­მსა­ხუ­რებ­მა ტა­ძა­რი კვლავ და­ტო­ვეს.
გარ­და ამ ყვე­ლაფ­რი­სა, მო­ნას­ტე­რი განძზე მო­ნა­დი­რე­ე­ბის თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტიც გახ­და. 1930 წელს მათ მო­ნას­ტრის ხის ნა­გე­ბო­ბე­ბი დაწ­ვეს და ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ა­ნად­გუ­რეს.
მო­ნას­ტრის მო­ლოც­ვა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თათ­ვის, ხან­გრძლი­ვი დრო­ის შემ­დეგ გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. 2010 წელს თურ­ქე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის პატ­რი­არ­ქის, ბარ­თლო­მე I-ის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ნება დარ­თო აღედ­გი­ნათ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი მსა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ბო­ლოს 1922 წელს შეს­რულ­და.
მო­ნას­ტე­რი ზღვის დო­ნი­დან 1200 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე, კლდე­შია გა­მოკ­ვე­თი­ლი და მას უნი­კა­ლუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბა აქვს. სუ­მე­ლას მო­ნას­ტერს ვარ­ძი­ა­საც ადა­რე­ბენ.
ლე­გენ­დე­ბი სუ­მე­ლას მო­ნას­ტრის აგე­ბის შე­სა­ხებ
მო­ნას­ტერს არა­ერ­თი ლე­გენ­და უკავ­შირ­დე­ბა. ერთ-ერთი ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, რო­მელ­საც მო­ნას­ტრის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე ვკი­თხუ­ლობთ, იმ­პე­რა­ტორ თე­ო­დო­სი­უს პირ­ვე­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს, ორმა ათე­ნელ­მა მღვდელ­მა, ბარ­ნა­ბუს­მა და სოფ­რო­ნი­უს­მა, ათე­ნი­დან ტრა­პი­ზონ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, გა­მოქ­ვა­ბულ­ში ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხატი იპო­ვა. მღვდლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ ამ ხა­ტის­თვის ტა­ძა­რი აე­შე­ნე­ბი­ნათ. ეს 
კი­დევ ერთი ლე­გენ­და გვიყ­ვე­ბა, რომ ხატი იესო ქირსტეს მო­წა­ფემ, ლუ­კამ შექ­მნა. ლუ­კას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი, ის ათენ­ში გაგ­ზავ­ნეს. თე­ო­დო­სი­უს პირ­ვე­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს, ხატს სურ­და ათე­ნის და­ტო­ვე­ბა, ის ან­გე­ლო­ზებ­მა ათე­ნი­დან ტრა­პი­ზონ­ში წა­ი­ღეს და გა­მოქ­ვა­ბულ­ში და­აბ­რძა­ნეს. ხატი კი შემ­დეგ მღვდელ­მა სოფ­რო­ნი­უს­მა იპო­ვა.
მო­ნას­ტრის შუ­ა­გულ­ში მდე­ბა­რე­ობს წყლის სა­ცა­ვი და ამ­ბო­ბენ, რომ მას­ში წმინ­და წყა­ლია. სა­ცავ­ში წყა­ლი 30, ან 40 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან, კლდო­ვა­ნი კედ­ლი­დან წვე­თე­ბად ჩა­ე­დი­ნე­ბა.
მუს­ლი­მე­ბი­სა და ქრის­ტი­ა­ნე­ბის სა­ერ­თო სა­ლო­ცა­ვი
არა მხო­ლოდ ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში, არა­მედ მუს­ლი­მურ რე­ლი­გი­ა­შიც სჯე­რათ, რომ დედა მა­რი­ა­მი ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­წეა და ჯან­მრთე­ლო­ბა მო­აქვს. სწო­რედ ამი­ტომ, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მო­ნას­ტერ­ში მუს­ლი­მე­ბი და ქრის­ტი­ა­ნე­ბი ხში­რად ერ­თად ლო­ცუ­ლობ­დნენ და ღვთის­მშო­ბელს ჯან­მრთე­ლო­ბას ევედ­რე­ბოდ­ნენ, იქ არ­სე­ბულ წმინ­და წყალს კი, სა­კურ­ნებ­ლად იყე­ნებ­დნენ.
დღეს სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ ძვე­ლად, ქრის­ტი­ა­ნე­ბი და მუს­ლი­მე­ბი ამ ტა­ძარ­ში ერ­თად ლო­ცუ­ლობ­დნენ და დედა მა­რი­ამს ჯან­მრთე­ლო­ბას ევედ­რე­ბოდ­ნენ
რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნას­ტრის სა­ხელს, სუ­მე­ლა ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვაა. "მელა“ ნიშ­ნავს მუქს, შავს. შე­საძ­ლოა, ეს მი­უ­თი­თებ­დეს იმ მუქ და და­ბუ­რულ ტყე­ზე, რო­მე­ლიც ტა­ძარს აკ­რავს გარს.
არ­სე­ბობს მე­ო­რე ვერ­სი­აც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სუ­მე­ლა ლა­ზუ­რი სი­ტყვაა და სა­მე­ბას ნიშ­ნავს.
მო­ნას­ტე­რი გან­თქმუ­ლია უნი­კა­ლუ­რი ფრეს­კე­ბით. მისი მხატ­ვრო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მე-13 სა­უ­კუ­ნი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბევ­რი ფრეს­კა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. ამ­ბო­ბენ, რომ ყო­ვე­ლი­ვე ოს­მა­ლებ­მა გან­გებ და­ა­ზი­ა­ნეს.
ტა­ძარს რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ის ახ­ლა­ხანს, 28 ივ­ლისს გახ­სნეს. სუ­მე­ლას მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტაძ­რის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ას თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ ტაიფ ერ­დო­ღა­ნი ვი­დე­ო­ჩარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ეს­წრო და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვი­თაც მი­მარ­თა. ერ­დო­ღა­ნი აია სო­ფი­ას მე­ჩე­თად გა­და­კე­თე­ბის გამო მის მი­მართ გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და თქვა, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის მი­მართ თურ­ქეთს უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა არ აქვს და ამის დას­ტუ­რია სუ­მე­ლას ტაძ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და მისი აღ­დგე­ნა.
"15 აგ­ვის­ტოს ჩვე­ნი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ, შე­ას­რუ­ლონ ღვთის­მშობ­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი რე­ლი­გი­უ­რი მსა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც აღ­დგე­ნის პრო­ცეს­ში შე­წყვე­ტი­ლი იყო“, – აღ­ნიშ­ნა ერ­დო­ღან­მა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები