დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

"ყველაზე მტკივნეული იყო პირველი აღდგომა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მის საფლავზე უნდა მივსულიყავი" - როგორ ხვდება აღდგომას შორენა ბეგაშვილი და რას იხსენებს წარსულიდან?

"ყველაზე მტკივნეული იყო პირველი აღდგომა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მის საფლავზე უნდა მივსულიყავი" - როგორ ხვდება აღდგომას შორენა ბეგაშვილი და რას იხსენებს წარსულიდან?
02 მაი 2021, კვირა
115

აღ­დგო­მა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­სას­წა­უ­ლია, რომ­ლის­თვის ყვე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ამ დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­ან­თი ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვთ. ბევ­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სი ხე­ლით გა­ამ­ზა­დოს. რო­გორ ხვდე­ბა შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი აღ­დგო­მას, ამის თა­ო­ბა­ზე მსა­ხი­ო­ბი გვესა­უბ­რა:

- აღ­დგო­მა ჩემი საყ­ვა­რე­ლი დღე­სას­წა­უ­ლია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს პას­კა, მაგ­რამ გა­მო­ცხო­ბა არ ვიცი და ვყი­დუ­ლობ, კვერ­ცხს დე­და­ჩე­მი მი­ღე­ბავს და მაძ­ლევს, შე­სა­ბა­მი­სად, კვერ­ცხის შე­ღებ­ვაც აღარ მი­წევს. აღ­დგო­მა სი­ხა­რულ­თან ერ­თად ჩემ­თვის სევ­დი­ა­ნიც არის, ეს ხომ ის დღეა, რო­დე­საც ვიხ­სე­ნებთ იმ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს, 


რომ­ლე­ბიც ამ­ქვეყ­ნად აღარ არი­ან... ამ დღე­ებ­ში ბევ­რს ვფიქ­რობ ხოლ­მე მათ­ზე, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლი ხომ მათ­თვი­საც ზე­ი­მია.

- აღ­დგო­მის აღ­ნიშ­ვნის რა­ი­მე შენი ტრა­დი­ცია ხომ არ გაქვს?

- არა. დროს ჯერ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ, რად­გან ეს ჩემ­თვის ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლია. შემ­დეგ უკვე მე­გობ­რე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით, რად­გან ყვე­ლა ვის­ვე­ნებთ და გვაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდეთ და გა­ვიხ­სე­ნოთ იმ­ქვეყ­ნად წა­სუ­ლი ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბი.
- შო­რე­ნა, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ბევ­რმა და­ი­წყო კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა... დღე­სას­წა­ულ­ზე რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლის მომ­ზა­დე­ბას ხომ არ გეგ­მავ?

- პან­დე­მი­ის დროს მეც ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა კუ­ლი­ნა­რი­ამ. უკვე ბევრ ისეთ კერძს ვამ­ზა­დებ, რისი გა­კე­თე­ბაც მა­ნამ­დე არ ვი­ცო­დი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ძა­ლი­ან კარ­გად გა­მომ­დის და ყო­ველ­დღი­უ­რად და დღე­სას­წა­უ­ლებ­ზეც ვცდი­ლობ, რომ გემ­რი­ე­ლი რა­ღა­ცე­ბი მო­ვამ­ზა­დო...

- კუ­ლი­ნა­რი­ით გა­ტა­ცე­ბა წო­ნის პრობ­ლე­მას არ გიქ­მნის?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვიკ­ვე­ბე­ბი, თუმ­ცა კვი­რა­ში ერთი დღე, გან­ტვირ­თვის დღედ მაქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, ვი­საც ჩემ­სა­ვით ტკბი­ლე­უ­ლი უყ­ვარს, ხელი უნდა შე­უ­წყოს თავს, რომ არ მო­ი­მა­ტოს და წონა არ გა­ექ­ცეს. ამი­ტომ კვი­რა­ში ერთი დღეს საკ­მა­ოდ შე­ზღუ­დუ­ლად ვიკ­ვე­ბე­ბი.

- რო­გორ ცხოვ­რობ­დი იმ პე­რი­ოდ­ში, როცა პან­დე­მი­ის გამო ყვე­ლას სახ­ლში უწევ­და ყოფ­ნა?

- ლა­მის გი­თხრათ, რომ სა­უ­კე­თე­სო დრო იყო პან­დე­მია ჩემ­თვის, რად­გან ამ­დე­ნი ხანი არას­დროს და­მის­ვე­ნია. ისე კი, რაც მოხ­და, ვფიქ­რობ, ყვე­ლას­თვის შოკი იყო. ყვე­ლა მიჩ­ვე­უ­ლია აქეთ-იქეთ სი­ა­რულს, რა­ღა­ცის კე­თე­ბას და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, ყვე­ლა­ნი უცებ ჩა­ვი­კე­ტეთ სახ­ლებ­ში. 100%-ით შე­იც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბის სტი­ლიც, და­ვი­წყე შინ ვარ­ჯი­ში, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი, ისე­თი რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბა, რაც სულ მინ­დო­და და მა­ნამ­დე ვერ ვას­წრებ­დი. იმე­დი მაქვს, რომ მალე გა­მო­ვალთ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, და­ვი­წყებთ ერ­თმა­ნეთ­თან მი­მოს­ვლას და ერ­თმა­ნე­თის ნორ­მა­ლუ­რად ნახ­ვას.

არის აღ­დგო­მა შენს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გახ­სენ­დე­ბა?
- ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი იყო პირ­ვე­ლი აღ­დგო­მა მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც მის საფ­ლავ­ზე უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვით. ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დარ­დი­ა­ნი და ტკი­ვი­ლი­ა­ნი დღე. რო­გორც უკვე გი­თხა­რით, მიყ­ვარს ეს დღე­სას­წა­უ­ლი, მაგ­რამ თან მა­სევ­დი­ა­ნებს, რად­გან მტკივ­ნე­ულ მო­გო­ნე­ბებს აღ­მიძ­რავს.
ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბით და ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი და ეს არის დღე, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის, მათ გა­სახ­სე­ნებ­ლად, მათ­ზე და­სა­ფიქ­რებ­ლად და პა­ტი­ვის­ცე­მის­თვი­საა, კვერ­ცხის შე­ღებ­ვა­სა და პას­კის დაჭ­რა­შიც კი მათ მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მოვ­ხა­ტავთ... სხვა არა­ფე­რი შეგ­ვიძ­ლია მათ­თვის გა­ვა­კე­თოთ...
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები