დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

"ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვთხოვ პატიებას, რაც მიწყენინებია მისთვის"-ილია II

"ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვთხოვ პატიებას, რაც მიწყენინებია მისთვის"-ილია II
02 მაი 2021, კვირა
339

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღდგომასთან დაკავშირებულ განცხადებას, სადაც უწმინდესი ყველას პატიობს, ვინც ოდესმე აწყენინა და თავის მხრივაც ითხოვს პატიებას.
"ქრისტე აღდგა!
ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის;
და ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვთხოვ პატიებას, რაც მიწყენინებია მისთვის.
ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. ღმერთმა შეგვინდოს თქვენც და ჩვენც ცოდვები ჩვენი.
ჩვენთან არს ღმერთი!
ილია II


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
საქართველოს საპატრიარქო
აღდგომა ქრისტესი, 02.05.2021"
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები