დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

სტაფილოს, ნიახურის, ჭარხლის, ფორთოხლისა და კომბოსტოს წვენები ქოლესტერინთან საბრძოლველად - სტრატეგია და რჩევები

სტაფილოს, ნიახურის, ჭარხლის, ფორთოხლისა და კომბოსტოს წვენები ქოლესტერინთან საბრძოლველად - სტრატეგია და რჩევები
02 მაი 2021, კვირა
539

ექიმის ფრაზა: “ქოლესტერინის დონე მაღალი გაქვთ”, - ჩვენთვის განაჩენივით ჟღერს. წვენები ქოლესტერინის წინააღმდეგ


ცნობილი იმუნოლოგები და ბიოლოგები გვირჩევენ, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად (ასევე - ცელულიტის შესამცირებლადაც) ყოველდღიურ რაციონში შევიტანოთ გრეიპფრუტი და სხვა ციტრუსები, ასევე - მათი ახალგამოწურული წვენი.

ძალიან ეფექტურია წვენების პროგრამა, რომელიც თავდაპირველად ცე­ლულიტის საწინააღმდეგოდ იქნა შემუშავებული, მაგრამ შედეგებმა აჩვენა, რომ არანაკლებ ეფექტურია ქოლესტერინის მოსაწესრიგებლადაც:


  • 1-ელი დღე: სტაფილოს წვენი - 130 გ, ნიახურის ფესვების წვენი - 75 გ;
 
  • მე-2 დღე: სტაფილოს წვენი - 100 გ; ჭარხლის წვენი - 70 გ (მიღებამდე 1,5-2




    საათით გააჩერეთ მაცივარში); კიტრის წვენი - 70 გ;
 
  • მე-3 დღე: სტაფილოს წვენი - 130 გ; ნიახურის წვენი - 80 გ; ვაშლის წვენი - 70 გ;
 
  • მე-4 დღე: სტაფილოს წვენი - 130 გ; კომბოსტოს წვენი - 50 გ;
 
  • მე-5 დღე: ფორთოხლის წვენი - 130 გ.
წვენების მიღების თანმიმდევრობის მკაცრად 

დაცვა საჭირო არ არის. ნებადართულია, ერთი მეორით შეცვალოთ. ერთი პირობა კი აუცილებლად უნდა დაიცვათ: წვენები აუცილებლად ახალი უნდა იყოს, 2-7 საათზე მეტხანს ნუ შეინახავთ, დალევამდე კი აუცილებლად შეანჯღრიეთ ჭურჭელი - ფსკერზე ილექება ხილისა და ბოსტნეულის რბილობი, რომელიც ორგანიზმისთვის საჭირო და სასარგებლოა.


თუ ქოლესტერინის შემცველობა 240-250მგ%-ია (ანუ 6 მმოლ/ლ), მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას, მით უმეტეს, თუ მომატებულია, უპირველესად - ასაკის გამო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. 280-300მგ% (7-7,5მმოლ/ლ) ის ზღვარია, როცა აუცილებლად უნდა იღონოთ რამე. მაშინვე მედიკამენტებს ნუ ეცემით, თავდაპირველად შეცვალეთ ცხოვრების წესი, მეტი იმოძრავეთ, ნაკლები ჭამეთ და ყურადღება მიაქციეთ რაციონს.

  • თავი დაანებეთ მოწევას.
  • ეცადეთ, მკვეთრად შეამციროთ ნაღების კარაქის მოხმარება. ამ შემთხვევაში ქოლესტერინი 2-4 კვირის განმავლობაში ნორმას დაუბრუნდება.
  • კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ნაღებზე, არაჟანზე, ცხიმიან ყველსა და კვერცხზე. მიირთვით სოიის პროდუქტები. ეს ცილოვანი დიეტაა.
  • ღორის ქონის მოყვარულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ის მდიდარია ქოლესტერინით.
  • დაიცავით ცხიმების ბალანსი. თუ ცხოველური ცხიმის წილი რაციონში არ აღემატება მესამედს, ქოლესტერინის სიჭარბე არ შეგაწუხებთ.
თუ ქოლესტერინის შემცველობა 300-320 მგ% (8-10მლლ/ლ) და ამაზე მეტია, მასთან დამოუკიდებლად ბრძოლას არ გირჩევთ - უმჯობესია, ექიმს მიმართოთ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები