დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

13 წლის გოგომ აღდგომის დღესასწაულზე ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში 30 წლის მამაკაცი ამხილა

13 წლის გოგომ აღდგომის დღესასწაულზე ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში 30 წლის მამაკაცი ამხილა
04 მაი 2021, სამშაბათი
20

„კურიერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, 13 წლის გოგომ გარყვნილ ქმედებაში 30 წლის მამაკაცი ამხილა.
 
არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული მამაკაცმა აღდგომის დღესასწაულზე ჩაიდინა.
 
მამაკაცს არასრულწლოვნების მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
 
ცნობილი გახდა, რომ 30 წლის მამაკაცი გასულ წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, საქართველოში კი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა.
 
ადგილობრივები იხსენებენ, რომ ის ბავშვებს ხშირად აკვირდებოდა და ესაუბრებოდა.
 
„კურიერის” ინფორმაციით, პირი ამ დროის მონაცემებით დაკავებული არ არის და ის ამჟამად ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. სავარაუდოდ, დაიკითხებიან არასრულწლოვნები, მათ შორის – 13 წლის მოზარდიც.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. სავარაუდოდ, დაიკითხებიან არასრულწლოვნები, მათ შორის – 13 წლის მოზარდიც.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები