დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

„სტაფილოს ნიღაბი დაბერებას ებრძვის“ - 5 ბიუჯეტური ნიღაბი ჯანსაღი თმისა და კანისთვის

„სტაფილოს ნიღაბი დაბერებას ებრძვის“ - 5 ბიუჯეტური ნიღაბი ჯანსაღი თმისა და კანისთვის
09 ივნისი 2021, ოთხშაბათი'
406

ხილი და ბოსტნეული შეიცავს ბუნებრივ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის,არამედ ლამაზი და მოვლილი კანისა და თმისთვის.
 
ჩვენ გეტყვით, თუ როგორ მოიწყოთ ბიუჯეტური და ეკოლოგიური სპა სახლიდან გაუსვლელად. ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ არ ხართ ალერგიული კონკრეტული პროდუქტის მიმართ.
 
 
1. სტაფილო
 
სტაფილოს ნიღაბი შესანიშნავი დაბერების საწინააღმდეგო საშუალებაა. მის შემადგენლობაში შედის ბეტა–კეროტინი,რომელიც ახანგრძლივებს კანის უჯრედების და ხელს უშლის დაბერებას. ასევე C, K, E ვიტამინებს. ფოსფორს, რკინას და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. 
 
გახეხეთ სტაფილო წვრილად ისე რომ გაკეთდეს სქელი მასა და  წაისვით სუფთა კანზე. დატოვეთ 20 წუთი. ეს ნიღაბი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ანთებას, სიმშრალეს, ყინვას. ის არბილებს და კვებავს სახის კანს.
2. ლიმონი
 
ამ ციტრუსის ნაყოფში შემავალი ეთერზეთები და ვიტამინები აძლიერებს და კვებავს თმას, ათავისუფლებს ქერტლისგან და სძენს მას ბზინვარებას.
 
აიღეთ ერთი ცალი ლიმონი, კარგად გაწურეთ და დაამატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
 
შეგიძლიათ ნარევს დაამატოთ კვერცხი ან ალოეს წვენიც.
 
მასა კარგად შეიფუთეთ თმაზე. ერთი საათის შემდეგ შეგიძლიათ ნიღაბი შამპუნით ჩამოიბანოთ.


3. ბანანი
 
ეს ხილი შეიცავს ბეტა-კეროტინს, C ვიტამინს, კალიუმს და სხვა ნივთიერებებს.
 
ბანანის სქელი პიურისაგან შეგიძლიათ დაამზადოთ სქელი პიურე შემდეგ კი ნიღბები.
 
მშრალი თმისთვის შესაფერისია ასეთი რეცეპტი:
 
ბანანს მოაყარეთ ერთი ცალი გახეხილი ავოკადო და დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. წაისვით თმაზე 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
                   
4. ავოკადო
 
ფაქტობრივად, ავოკადო ნიშნავს ვიზიტს კოსმეტოლოგთან, რადგან: 
 
ავოკადო მდიდარია ანტიოქსიდანტებით და შეიცავს ალფა და ბეტა კაროტინებს.
იცავს კანს ნაადრევი დაბერებისაგან.
 
მდიდარია C და E ვიტამინებით, რაც ხელს უწყობს კანის უჯრედების დამცავი თვისებების გაძლიერებას.
ავოკადო მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, რომლებიც კვებავს კანს.
 
გააკეთეთ ავოკადოს პიურე ბლენდერის გამოყენებით. შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის წვენი, კეფირი, კივის პიურე, ან 1 კოვზი თაფლი.
დაიტოვეთ ავოკადოს ნიღაბი კანზე 20-30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ და წაისვით მსუბუქი კრემი
5. ფორთოხალი
 
ფორთოხლის კანი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და C ვიტამინით, ასევე შეიცავს ნაერთებს, რომლეთაც აქვთ დაბერების საწინააღმდეგო თვისებები.
 
ნიღაბის მოსამზადებლად: დაჭერეთ წვრილად ფორთოხლის კანი და დატოვეთ მშრალად რამდენიმე დღის განმავლობაში. შემდეგ დაფქვით კარგად. ფხვნილი შეიძლება იოგურტთან ერთად განზავდეს. წაისვით და დატოვეთ კანზე 15-20 წუთის განმავლობაში. ნიღაბი მოიშორეთ ხელის წრიული მოძრაობებით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები