დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

„რაც ეს მეთოდი მასწავლეს, წათხს აღარ ვიყენებ“ - როგორ შევინახოთ ყველი წათხის გარეშე?

„რაც ეს მეთოდი მასწავლეს, წათხს აღარ ვიყენებ“ - როგორ შევინახოთ ყველი წათხის გარეშე?
10 ივნისი 2021, ხუთშაბათი
2 087

ყველის შენახვის ტრადიციულ მეთოდად მისი წათხში შენახვა ითვლება, თუმცა დიასახლისების ნაწილი აღნიშნავს, რომ მისი მომზადება არც ისე მარტივია, ნაწილს წათხში ჩადებული ყველის გემო არ მოსწონს. 
 
ასევე დაგაინტერესებთ: საუკეთესო წათხის რეცეპტი ყველის დიდი ხნით შესანახად
 
ყველი ისეთი პროდუქტია, რომელსაც თითქმის ყოველდღე მივირთმევთ. გარდა ამისა, ჩვენებური გულსართიანების შეუცვლელი ინგრედიენტიცაა.
 
როგორც აღმოჩნდა, დიასახლისების ნაწილი ყველის შესანახად წათხს აღარ იყენებს და ყველს საყინულეში ათავსებს. ზოგიერთი დიასახლისის აზრით, ამ ორი მეთოდის ერთდროულად გამოყენება ყველაზე მოსახერხებელია: „3-ლიტრიან ქილაში მაქვს წათხი, რომელშიც ყველს ვინახავ. რაც ქილაში არ ეტევა, საყინულეში ვდებ. როცა ქილაში ყველი გათავდება, საყინულიდან ვიღებ, ვალღობ და ქილაში გადამაქვს. ძალიან კარგი მეთოდია,“ - თავის გამოცდილებას გვიზიარებს ჩვენი მკითხველი.
 
წათხის გარეშე, მხოლოდ საყინულეში ინახავს ყველს ჩვენი ფეისბუქჯგუფის წევრი ემა ჩიქობავა: „თუ გინდათ, რომ დიდი ხნით შეინახოთ, მაშინ საყინულეში მოათავსეთ. წათხს დიდხანს მაინც ვერ გამოიყენებ. მე სულგუნი და იმერული ყველი მაქვს შენახული უკვე 5 თვეა, გადასარავად ვჭრი და ვიყენებ.“


როგორ და რამდენი ხნით შევინახოთ ყველი საყინულეში?

 

ყველის საყინულეში შენახვის რამდენიმე მეთოდი არსებობს: მთელი ყველის შენახვა, დაჭრილ მდგომარეობაში შენახვა და გახეხილის შენახვა. სამივე შემთხვევაში პროდუქტი სამზარეულოს ცელოფანში, სპეციალურ პლასტიკში ან კონტეინერში უნდა მოათავსოთ.
 
გახეხილი ყველის შენახვა მოსახერხებელია, თუკი პიცას, ხაჭაპურსა თუ სხვა გულსართიანებს ხშირად აცხობთ. მთელი და დაჭრილი ყველის შენახვა კი ყოველდღიური გამოყენებისთვის შეგიძლიათ. მთავარია ყველი მოხმარებამდე 2 საათით ადრე გამოიღოთ საყინულიდან, რომ გალღობა მოასწროს.
 
საყინულეში ყველი რამდენიმე თვის განმავლობაში ინახება. რაც უფრო მაგარია ყველი, მით უკეთესად ძლებს.
 
თქვენ რომელ მეთოდს ანიჭებთ უპირატესობას - წათხში შენახვას, თუ საყინულეში?
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები