დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

"სილამაზის სალონში ეგონათ, რომ ავად ვიყავი ან ტილები დამესია..." - რატომ გადაწყვიტა თავის გადაპარსვა, სად იმოსება და რას ურჩევს ქალბატონებს მაკა ჩიჩუა

"სილამაზის სალონში ეგონათ, რომ ავად ვიყავი ან ტილები დამესია..." - რატომ გადაწყვიტა თავის გადაპარსვა, სად იმოსება და რას ურჩევს ქალბატონებს მაკა ჩიჩუა
16 ივლისი 2021, პარასკევი
12 730

"გი­ორ­გი რომ პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი მე­გო­ბა­რი სპექ­ტაკლს დგამ­და და მთხო­ვა, ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მე­ლე­ბის შერ­ჩე­ვა­ში დავ­ხმა­რე­ბო­დი. წა­ვე­დით სად­გურ­ზე, სა­დაც ღია ცის ქვეშ ჰქონ­დათ მე­ო­რა­დე­ბის დახ­ლე­ბი გაშ­ლი­ლი. ხალ­ხი არ იჯე­რებ­და და ერ­თმა­ნეთს ეკი­თხე­ბოდ­ნენ, ეს მაკა ჩი­ჩუა­აო?.." - იხ­სე­ნებს მაკა ჩი­ჩუა ჟურ­ნალ "გზას­თან" სა­უბ­რი­სას.
- ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ვფიქ­რობ, დიდ გავ­ლე­ნას გა­რე­მო ახ­დენს... თუმ­ცა, გე­მოვ­ნე­ბაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. შე­იძ­ლე­ბა ცუდ პი­რო­ბებ­შიც კი ადა­მი­ანს ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს! ამი­ტომ ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ვერ ვი­ტყვი, თუ რა ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას. ადა­მი­ა­ნის ხედ­ვა­ზე, წარ­მო­სახ­ვა­ზე ბევ­რი რა­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, გა­რე­მოც ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როა... ვფიქ­რობ, ჩემი გე­მოვ­ნე­ბის ფორ­მი­რე­ბა ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი­დან, წარ­მო­სახ­ვი­დან მოხ­და! შე­მოქ­მე­დე­ბი­თად უნდა აზ­როვ­ნებ­დე და ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი იყო, შენი სტი­ლი რომ შექ­მნა!
- პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი ხართ, ამან იქო­ნია გავ­ლე­ნა?
- რა თქმა უნდა! ამით ხომ ჩემი გე­მოვ­ნე­ბის გა­რეთ გა­მო­ტა­ნა, სა­დღაც ასახ­ვა მოხ­და... სა­ერ­თოდ, მო­დას ცოტა ფი­ლო­სო­ფი­უ­რად რომ შევ­ხე­დოთ, სა­სა­ცი­ლოც არის, როცა ერთი ჩა­იც­ვამს ვთქვათ პლატ­ფორ­მებს და მერე ყვე­ლამ მას ჰბა­ძავს... ამ დროს, მე პი­რი­ქით ვა­კე­თებ: რო­გორც კი რა­ღაც მა­სობ­რი­ვად შე­მო­დის, უკვე აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს მისი ჩაც­მა და ახალს ვე­ძებ! მუ­დამ მსურ­და, ჩემი სტი­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და სხვას არ დავ­მსგავ­სე­ბო­დი. ადა­მი­ანს რო­გორც აც­ვია, რო­გორც გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, იმის მი­ხედ­ვით შე­გიძ­ლია მიხ­ვდე, რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბაა. ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო გა­მო­დის გა­რეთ და ყვე­ლა­ფერს გან­სა­ზღვრავს... ვი­ღა­ცის სახ­ლშიც რომ შე­დი­ხარ, რო­გორც აქვს სახ­ლი მო­წყო­ბი­ლი, იმის მი­ხედ­ვით ხვდე­ბი, რო­გო­რი ტი­პა­ჟია, რა უხა­რია და რო­გო­რია მისი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო...

- სა­მოგ­ზა­უ­როდ რო­გო­რი ქვეყ­ნე­ბი მოგ­წონთ?
- ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებს აქ და ახლა! ამ დრო­ში რა ხდე­ბა, ესაა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მკი­თხა­ვენ, "რო­მელ დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას ვამ­ჯო­ბი­ნებ", ვი­ტყვი, რომ მო­მა­ვა­ლი მა­ინ­ტე­რე­სებს. ის­ტო­რი­უ­ლად რა­ღა­ცებ­ში ვერ­კვე­ვი, მაგ­რამ ის უკვე წარ­სუ­ლია და აღარ არის სა­ჭი­რო ჩა­ვუღ­რმავ­დე, ვი­მოგ­ზა­უ­რო და გან­ვლი­ლი რა­ღა­ცე­ბი ჩემ­ში შე­მო­ვი­ტა­ნო. უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა.
ამ მხრივ ია­პო­ნი­აა გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი, "გი­ჟე­ბი" არი­ან. სულ ის­წრაფ­ვი­ან ყვე­ლა­ფე­რი დახ­ვე­წონ და წინ წა­ვიდ­ნენ, შორს გა­ი­ხე­დონ...
ჩემ­ზე უზარ­მა­ზა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ბრა­ზი­ლი­ამ მო­ახ­დი­ნა. იქ ოლიმ­პი­ა­და­ზე ვი­ყა­ვით მიწ­ვე­უ­ლე­ბი და ასე­თი სა­ო­ცა­რი ქვე­ყა­ნა მე­ო­რე არ მე­გუ­ლე­ბა. არ მა­ხა­სი­ა­თებს სად­მე ჩა­ვი­დე, უცებ მო­ვი­ხიბ­ლო და გავ­გიჟ­დე, მაგ­რამ ბრა­ზი­ლი­ა­ში პირ­ვე­ლად მქონ­და შეგ­რძნე­ბა, რომ ისე­თი უც­ნა­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლა­ქი ჯერ არ მე­ნა­ხა, რო­გო­რიც რიო-დე-ჟა­ნე­ი­როა. უცებ შე­დი­ხარ დან­გრე­ულ უბან­ში, რა­ღაც მან­ძი­ლის გავ­ლის შემ­დეგ კი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ გა­რე­მო­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი, სა­დაც თვა­ლუწ­ვდე­ნე­ლი ზღვაა, ამოშ­ვე­რი­ლი მთე­ბი, ადი­ხარ ქრის­ტეს ქან­და­კე­ბას­თან, რო­მე­ლიც არაფ­რით მე­გო­ნა, ამ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი თუ იყო...

- ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა სად იყო?
- პა­რიზ­ში! მომ­კა­ლით და ასეა, რაც უნდა კლი­შე და­ვარ­ქვათ. ქუ­ჩა­ში ყვე­ლა დახ­ვე­წი­ლად შე­მო­სი­ლი და­დის. მათ­ში გე­ნე­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბა, სტი­ლი იგ­რძნო­ბა! იქ მო­დის ზე­ი­მია!
- ზო­გი­ერ­თი მი­ლანს ასა­ხე­ლებს...
- არა! მი­ლა­ნი უფრო გა­დამ­ლა­შე­ბუ­ლია, უკვე მე­ზედ­მე­ტე­ბა იქა­უ­რი ყო­ველ­დღი­უ­რი ჩაც­მუ­ლო­ბა. ასე ვთქვათ - მსუ­ყეა, ზედ­მე­ტად იგ­რძნო­ბა ბრენ­დებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა...
- ამ­ბო­ბენ, თბი­ლი­სუ­რი მოდა და­ი­კარ­გაო...
- არა­ფე­რიც არ და­ი­კარ­გა! თბი­ლის­ში რაც და­ი­კარ­გა, ეს ქა­ლა­ქის სა­ხეა, იმ­დე­ნად ჩა­ა­ბე­ტო­ნეს და და­ა­უშ­ნო­ვეს ყვე­ლა­ფე­რი... რაც შე­ე­ხე­ბა მო­დას, სულ ძი­ე­ბა­ში არი­ან ჩვე­ნი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი. ქარ­თვე­ლებს გე­მოვ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად აქვთ!
ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ახ­ლოს ია­პო­ნუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბაა... ვგიჟ­დე­ბი ია­პო­ნელ დი­ზა­ი­ნე­რებ­ზე! გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი და შე­უც­ვლე­ლია იოჯი ია­მო­მო­ტო, რო­მელ­საც უშ­რე­ტი ფან­ტა­ზია აქვს, სას­წა­უ­ლებს ქმნის... პა­რი­ზი ხომ არის დახ­ვე­წი­ლო­ბის და სი­ნა­ტი­ფის პიკი, მაგ­რამ ჩემ­თვის უახ­ლო­ე­სი ია­პო­ნუ­რი მო­დაა...
- რო­დე­საც პირ­ვე­ლი ლედი იყა­ვით, ოპო­ნენ­ტე­ბიც კი თქვენს ძა­ლი­ან დახ­ვე­წილ გე­მოვ­ნე­ბას აღი­ა­რებ­დნენ...
- დიდი მად­ლო­ბა! სხვა­თა შო­რის, სხვა ქვეყ­ნებ­შიც რომ ჩავ­დი­ო­დით, ჩვე­ნი სა­ელ­ჩო­ე­ბის, სა­კონ­სუ­ლო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დნენ, - გვი­ხა­რია, ასე­თი გე­მოვ­ნე­ბით შე­მო­სი­ლი რომ წარ­მო­ა­ჩენ ჩვენს ქვე­ყა­ნა­სო... გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ჩაც­მუ­ლო­ბის­თვის დიდი ძა­ლის­ხმე­ვა და ფული არა­სო­დეს და­მი­ხარ­ჯავს. ალ­ბათ ერთი-ორ­ჯერ თუ შე­ვი­ძი­ნე სა­მო­სი ისეთ მა­ღა­ზი­ა­ში, სა­დაც ძა­ლი­ან ძვი­რი არ ღირ­და. არა­სო­დეს მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ძვირ­ფა­სი ბრენ­დე­ბი მე­ყი­და... მე და და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი ვქმნი­დით ყვე­ლა­ფერს ან მე ცალ­კე. რა­ღა­ცას უცებ მოვ­ხა­ზავ­დი და მკე­რავ­თან მი­ვი­ტან­დი. სა­ერ­თოდ, რთუ­ლია ზუს­ტად ის გა­გი­კე­თონ, რაც გინ­და, მაგ­რამ რა­ღაც გა­მო­დი­ო­და. შე­სა­ბა­მი­სი ქსო­ვი­ლის შოვ­ნაც რთუ­ლი იყო, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვა­ხერ­ხებ­დი, სა­მო­სი იმის­თვის მი­მემ­სგავ­სე­ბი­ნა, რაც მსურ­და.
- სოფ­ლის რთულ პი­რო­ბებ­ში რო­გორ ახერ­ხებთ მუდ­მი­ვად ასეთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­ში იყოთ?
- მე ახლა არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­ში ვარ? - არ ვიცი... თუ ასეა, ამის­თვის სა­ერ­თოდ არა­ფერს ვა­კე­თებ! არა­ნა­ი­რი სა­ლო­ნე­ბი, არც არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ სა­ლო­ნის მომ­ხმა­რე­ბე­ლი. 15 წუ­თით თუ შევ­სულ­ვარ, რო­დე­საც თმა მქო­ნია ცოტა შე­სა­მოკ­ლე­ბე­ლი... ახლა გა­დავ­წყვი­ტე, თმა აღა­რა­სო­დეს გა­ვი­ზარ­დო და გი­ორ­გის თმის სა­პარ­სით ვი­პარ­სავ რა­ღაც დო­ნემ­დე. ად­რეც ხში­რად ვი­პარ­სავ­დი და მა­შინ რა­ტომ­ღაც, ეს ბევ­რის­თვის შოკი იყო.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები