დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

რატომ გადაიპარსა მაკა ჩიჩუამ თმა – „ეგონათ ტილები დამესია“

რატომ გადაიპარსა მაკა ჩიჩუამ თმა – „ეგონათ ტილები დამესია“
17 ივლისი 2021, შაბათი
460

აკა ჩიჩუამ გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა. მან თმა გადაიპარსა. მისი თქმით, ის არ აპირებს თმა გაიზარდოს.
 
„არანაირი სალონები. 15 წუთით თუ შევიდოდი.ახლა გადავწყვიტე, თმა არასდროს გავიზარდო და გიორგის თმის  საპარსით ვიპარსავ.
 
ისეთ გარემოში ვარ, სადაც არანაირდა არ მჭირდება და მეზარება კიდეც თმაზე დიდი აქცენტის გაკეთება. ის არ უკვირთ, ადამიანები ტუჩებს რომ იბერავენ.
 
ახლაც მახსოვს ის მომენტი, პირველად რომ შევედი სილამაზის სალონში და ვუ­თხა­რი, თავი გა­დამ­პარ­სეთ-მეთ­ქი. ეგონათ ავად ვიყავი ან ტილები დამესია.
 
ჩემი დაკვირვებით, ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ინიექციებით სხვანაირად გამოიყურებოდნენ, იმდენად ერთნაირები ხდებიან, გეგონება, ინკუბატორიდან გამოვიდნენ.
 
სულ ვფიქრობ, რამდენად საინტერესოა ადამიანი თავისი ინდივიდულიზმით. რაც ხარ, იმას უნდა მოარგო შენი სტილი და ჩაცმულობა! რატომ უნდა შეეცადო იმის გამოსწორებას, რაც შენია, შენი ნაწილია?!


თქვათ, დიდი ცხვირი თუ გაქვს და მოკლე ფეხები, ზუსტად ეგ უნდა მიაწოდო საზოგადოებას ლამაზად. ვერ ვხვდები, სტანდარტი რატომ უნდა შექმნა?! ჩაცმულობაშიც ასეა: ვიღაც ერთი ჩაიცვამს რაღაც უცხოს და, – ეს კარგი ტიპია, ჩვენც ასე ჩავიცვათო, ჰბაძავენ… მგონია, ძალიან უინტერესოა, როცა ყველა ერთმანეთს ჰგავს!” – განუცხადა ჟურნალ “გზას” მაკა ჩიჩუამ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები