დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

"დედამ განვადებით გამოტანილი ტელეფონი გაყიდა და აქ ამ ფულით წამოვედი" - როგორ გახდნენ ქართველი ძმები ესპანეთის სამეფო ოჯახის ფიტნესინსტრუქტორები?

"დედამ განვადებით გამოტანილი ტელეფონი გაყიდა და აქ ამ ფულით წამოვედი" - როგორ გახდნენ ქართველი ძმები ესპანეთის სამეფო ოჯახის ფიტნესინსტრუქტორები?
17 ივლისი 2021, შაბათი
11 731

ქარ­თველ ძმებ თო­რე­ლებს ეს­პა­ნეთ­ში თით­ქმის ყვე­ლა იც­ნობს, რო­გორც ფიტ­ნე­სის ტრე­ნე­რებს. მშობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეს­პა­ნეთ­ში პირ­ვე­ლად ირაკ­ლი ჩა­მო­ვი­და. ცხოვ­რე­ბა 200 დო­ლა­რით და იმე­დე­ბით და­ი­წყო. რო­გორც ამ­ბობს, არ და­უ­კარ­გავს სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა და ყო­ველ­თვის იცო­და, რომ წარ­მა­ტე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ­და. იყო გა­ჭირ­ვე­ბა, ქუ­ჩა­ში ყოფ­ნა ჯი­ბე­ში ერთი ევ­რო­თი და ბევ­რი ოც­ნე­ბით, მაგ­რამ ფარ-ხმა­ლი არა­სო­დეს და­უყ­რია.
"ოჯახს პი­რო­ბა მი­ვე­ცი, რომ და­ვეხ­მა­რე­ბო­დი და და­ნე­ბე­ბის უფ­ლე­ბა არ მქონ­და, მათ წი­ნა­შე და­დე­ბულ სი­ტყვას ვერ გავ­ტეხ­დი", - ამ­ბობს ირაკ­ლი თო­რე­ლი. ბევ­რი ბრძო­ლის შე­დე­გად ეს პი­რო­ბაც შე­ას­რუ­ლა და დღეს ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნია ფიტ­ნეს­ში. მისი თქმით, ჩემ­პი­ო­ნო­ბა სის­ხლში აქვს, რად­გან მამა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი ყო­ფი­ლა ნარ­დში და მხო­ლოდ ეს­პა­ნეთ­ში ვერ ითა­მა­შა, რად­გან აქ არ იცი­ან, ნარ­დი რა არი­სო.
წარ­მა­ტე­ბის მწვერ­ვალ­ზე თავ­მდაბ­ლო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო - ესეც ალ­ბათ იშ­ვი­ათ ადა­მი­ა­ნებს ძა­ლუძთ, რაც გიგი და ირაკ­ლი თო­რე­ლებ­მა ნამ­დვი­ლად შეძ­ლეს. დე­დაც ამა­ყობს მათი მიღ­წე­ვე­ბით. ერთი შე­ხედ­ვი­თაც ჩანს ამ დიდი ოჯა­ხის ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა. "ვი­ცო­დი, რომ ეს­პა­ნეთ­ში სამ­სა­ხუ­რი დახ­ვდე­ბო­და და არა­ფე­რი გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, თუმ­ცა მეც და ჩემი მე­უღ­ლეც წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი ვი­ყა­ვით მისი ეს­პა­ნეთ­ში წას­ვლის", - გვე­უბ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ნონა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი.
ირაკ­ლიმ არც რჩე­ვე­ბი და­ი­ზა­რა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ და­ვიკ­ლოთ წო­ნა­ში და ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის გა­იხ­სე­ნა ეს­პა­ნეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღე­ე­ბი, რა­ტომ იჯდა ცი­ხე­ში, ვინ შე­ი­ფა­რა და გა­უ­წია დე­დო­ბა, ვინ იყო გო­გო­ნა, რო­მელ­მაც დახ­მა­რე­ბის ხელი გა­უ­წო­და და რა­ტომ ვერ შეძ­ლო მან ექ­ვსი წელი ოჯა­ხის ნახ­ვა.
- რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში გქონ­დათ კა­რი­ე­რა. რა გახ­და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზი?
- ფეხ­ბურ­თე­ლი ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა. ვოც­ნე­ბობ­დი დიდი ფეხ­ბურ­თე­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი. 19 წლის ასაკ­ში გა­დავ­წყვი­ტე ეს­პა­ნეთ­ში ჩა­მოს­ვლა, ვფიქ­რობ­დი, შრო­მა აქ უფრო და­მი­ფას­დე­ბო­და და ოც­ნე­ბებ­საც ავის­რუ­ლებ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს­პა­ნეთ­ში მხო­ლოდ ერთი ნაც­ნო­ბი მყავ­და და ისიც მაფრ­თხი­ლებ­და, არ ჩა­მოხ­ვი­დეო, მა­ინც გავ­რის­კე. მამა ამ­ბობ­და, - თუ წახ­ვალ, ჩემი შვი­ლი აღარ იქ­ნე­ბიო, მაგ­რამ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ოჯახს დავ­ხმა­რე­ბო­დი.


- 200 დო­ლა­რით და არა­ვის იმე­დად რომ წა­მოხ­ვე­დით, არ გე­ში­ნო­დათ?
- წა­მი­თაც არ შემ­ში­ნე­ბია. ყო­ველ­თვის ვაღ­წევ იმას, რა­საც მიზ­ნად და­ვი­სა­ხავ. დე­დამ გან­ვა­დე­ბით გა­მო­ტა­ნი­ლი ტე­ლე­ფო­ნი გა­ყი­და და ამ ფუ­ლით წა­მო­ვე­დი. ბარ­სე­ლო­ნა­ში თურ­ქე­თი­დან ჩავფრინ­დი. ერ­თმა ქარ­თველ­მა ბიჭ­მა შე­მი­ფა­რა იმ ღა­მით და მე­ო­რე დღეს გა­მა­ცი­ლა სად­გუ­რი­დან ქა­ლაქ­ში, სა­დაც ჩემი ახ­ლო­ბე­ლი ცხოვ­რობ­და. იყო მარ­ტი­ვი ცხოვ­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა - ქურ­დო­ბა, მაგ­რამ ამა­ზე არც მი­ფიქ­რია. მამა პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და და ისე გაგვზარ­და, ქუ­ჩა­ში დაგ­დე­ბულ ნივთსაც არ ვი­ღებ­დით იმის ში­შით. სკო­ლა­ში ნიშ­ნებს იმი­ტომ გვი­წერ­დნენ, რომ კარ­გი აღ­ზრდი­ლე­ბი ვი­ყა­ვით მე და გიგი (იცი­ნის).
- ბევ­რს შრო­მობ­დით, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყა­ვით. რა­ტომ თქვით უარი ფეხ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რა­ზე?
- ვი­ყა­ვი მე­კა­რე და ერთ-ერთი ვარ­ჯი­შის დროს ფე­ხის სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა მი­ვი­ღე. იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი არ შე­იძ­ლე­ბო­და ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში და ამ ხნის მან­ძილ­ზე მხო­ლოდ ფიტ­ნე­სით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, ეს მეხ­მა­რე­ბო­და სტრე­სის დაძ­ლე­ვა­ში, მო­რა­ლუ­რად მაძ­ლი­ე­რებ­და. შემ­დეგ ამ სფე­როს უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლად შეს­წავ­ლა და­ვი­წყე (დედა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ფიტ­ნე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი). გა­ვი­ა­რე ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტო­რის კურ­სე­ბი, ვის­წავ­ლე ყვე­ლა­ფე­რი სწო­რი კვე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე გა­ვი­ა­რე მა­სა­ჟის კურ­სე­ბი და ფო­ტოგ­რა­ფი­აც შე­ვის­წავ­ლე.
- სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ეს­პა­ნე­თი?
- დე­დას მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ჰქონ­და მოვ­ლი­ლი, ეს­პა­ნე­თის გარ­და და ყო­ველ­თვის უნ­დო­და ეს­პა­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, აქა­უ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­მო­სის ჩაც­მა. თმა ყო­ველ­თვის გა­და­წე­უ­ლი ჰქონ­და და თმა­ში ყვა­ვილს ატა­რებ­და... მინ­დო­და, მის­თვის ეს ოც­ნე­ბა ამეს­რუ­ლე­ბი­ნა და ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ავი­ტა­ნე, მეტ­საც ავი­ტან­დი.
- ვინ იყო ადა­მი­ა­ნი, ვინც გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს მხარ­ში ამო­გიდ­გათ და შვი­ლად მი­გი­ღოთ?
- რო­დე­საც მე­გო­ბარ­მა სას­ტუმ­რო­ში მი­მიყ­ვა­ნა, სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნე გა­ვი­ცა­ნი. ეს პა­ტა­რა სას­ტუმ­რო ცოლ-ქმარს ეკუთ­ვნო­და. ქმა­რი ეს­პა­ნე­ლი იყო, ცოლი - შავ­კა­ნი­ა­ნი. ყო­ველ­დღე ვეხ­მა­რე­ბო­დი და­ლა­გე­ბა­ში, მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი და სურ­და, თეთრკა­ნი­ა­ნი შვი­ლი ჰყო­ლო­და... ის "შვილს" მე­ძახ­და, მე კი - "დე­დას"... მარ­თლა ბევ­რი რთუ­ლი დღე გა­და­მა­ტა­ნი­ნა, შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას დღე­ში 10 ევ­როს მიხ­დი­და.
- ხელ­მოკ­ლე ოჯახ­ში გა­ი­ზარ­დეთ და ფი­ზი­კუ­რი შრო­მით შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით ეს­პა­ნეთ­ში შე­ძე­ლით წას­ვლა. გახ­და თუ არა ეს თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი?
- სი­მარ­თლე გი­თხრათ, გა­ჭირ­ვე­ბა­ში არ გავზრდილ­ვართ, საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ოჯა­ხი გვქონ­და, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ერთხანს გაგ­ვი­ჭირ­და და ცუდ დღე­ში ჩავცვივ­დით. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ოჯახს დავ­ხმა­რე­ბო­დი და მშობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩემი გა­ვი­ტა­ნე.
- შე­ჯიბ­რე­ბებ­ში ყო­ველ­თვის ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით მო­ნა­წი­ლე­ობთ. იცი­ან თუ არა, რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან ხართ?
- ყო­ველ­თვის თან მქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა და ყვე­ლას ვუყ­ვე­ბო­დი ჩვე­ნი პა­ტა­რა ქვეყ­ნის შე­სა­ხებ. ვა­მა­ყობ, რომ ქარ­თვე­ლი ვარ.
- ბრი­ტა­ნულ სე­რი­ალ­შიც მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რო­გორ მოხ­ვდით იქ და რა როლი გერ­გოთ?
- იმ პე­რი­ოდ­ში უკვე კუ­რორტ მარ­ბე­ლა­ში ვცხოვ­რობ­დი. ერთ დღეს გა­სა­რუ­ჯად პლაჟ­ზე გა­ვე­დი მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად, თან ვვარ­ჯი­შობ­დით. რე­ჟი­სორ­მა შეგ­ვამ­ჩნია და სე­რი­ალ­ში ორი­ვეს შე­მოგ­ვთა­ვა­ზა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, კარ­გი აღ­ნა­გო­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბი სჭირ­დე­ბო­დათ. იმ სე­რი­ალ­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რის, მდი­და­რი ქალ­ბა­ტო­ნის მცვე­ლის როლი მერ­გო.
- რო­მელ ცნო­ბილ სა­ხე­ებ­თან გი­მუ­შა­ვი­ათ და რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ მათ­თან?
- რო­გორც მა­სა­ჟისტს, პე­რის ჰილ­ტონ­თან მი­მუ­შა­ვია. ან­ტო­ნიო ბან­დერას­თან მქონ­და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან ჩემს მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­და და ხში­რად რე­კო­მენ­და­ცი­ებს ვაძ­ლევ­დი, თუმ­ცა არ მი­ვარ­ჯი­შე­ბია, რად­გან თვი­თო­ნაც საკ­მა­ოდ სპორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ მად­რიდ­ში სა­მე­ფო ოჯახ­თან - ვა­ვარ­ჯი­შებ ეს­პა­ნე­თის პრინ­ცე­სას, ინ­ფა­ტა ელე­ნას შვი­ლებს და მის მე­უღ­ლეს, ხა­ი­მე დე მა­რი­ჩა­ლარს, რო­მე­ლიც ასე­ვე, ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლავთ ეს­პა­ნეთ­ში. 7 წლის წინ ჩემი ძმა, გიგი თო­რე­ლი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე ეს­პა­ნეთ­ში და 3 წე­ლია უკვე, დე­დაც ჩვენ­თან არის. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გვქონ­და ფიტ­ნეს­დარ­ბა­ზი, რო­მელ­საც დე­და­ჩე­მი და ჩემი ძმა უძღვე­ბოდ­ნენ, მა­თაც დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და­უგ­როვ­დათ და დღეს­დღე­ო­ბით ყვე­ლა­ნი ამით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩემს ძმას­თან ვარ­ჯი­შობს ქარ­თვე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი, რო­მე­ლიც კუ­რორტ მარ­ბე­ლა­ში გა­ი­ზარ­და, - უგო ბაგ­რა­ტი­ო­ნი, ჩვე­ნი კარ­გი მე­გო­ბა­რი.
მე და ჩემს ძმას გვაქვს ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო პროგ­რა­მა, რაც კარ­გს შე­დეგს გვაძ­ლევს. ვლა­პა­რა­კობთ 4 ენა­ზე, ვა­ვარ­ჯი­შებთ 15 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ყვე­ლას­თან ძა­ლი­ან ახლო კონ­ტაქ­ტი გვაქვს. ზო­გი­ერთს სჭირ­დე­ბა მო­ტი­ვა­ცია და კონ­ტრო­ლი, რათა იკ­ვე­ბონ სწო­რად და და­ვეხ­მა­როთ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბა­ში, რაც ჩვენ­თვის კარ­გი რეკ­ლა­მაა.
- სა­მე­ფო ოჯა­ხის ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტო­რი ხართ. რო­გორ მოხ­ვდით მათ გა­რე­მო­ში?
- ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნატს, რომ­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გავ­ხდი, ეს­წრე­ბო­და პრინ­ცე­სა ინ­ფან­ტა ელე­ნას შვი­ლი - 17 წლის ფე­ლი­პე ხუან ფრო­ი­ლა­ნი. მას აინ­ტე­რე­სებ­და ფიტ­ნე­სი. მე­ო­რე დღეს და­მი­კავ­შირ­დნენ და მა­მა­მისს, ხა­ი­მე დე მა­რი­ჩა­ლარს შევ­ხვდი. მან შე­მომ­თა­ვა­ზა მად­რიდ­ში მისი და მისი შვი­ლე­ბის ვარ­ჯი­ში...
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები