დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

„ჩემზე ასე ირონიით რატომ წერთ?!“ – რომელმა კომენტარებმა გააბრაზა გიორგი სუხიტაშვილი

„ჩემზე ასე ირონიით რატომ წერთ?!“ – რომელმა კომენტარებმა გააბრაზა გიორგი სუხიტაშვილი
18 ივლისი 2021, კვირა
1 174

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი იმ კომენტარებმა აღაშფოთა, რომლებსაც მისი ვიდეოების ქვეშ წერენ.
 
„ხალხო, ეს რა ისტერიკაა – „დაბერდი”. ჰო, ადამიანები ბერდებიან და მეც ვბერდები.. რატომ წერთ ამას თავმომწონედ, თითქოს რამე შეცდომა დამეშვას ან რამეში მაჯობეთ. თქვენი მიღწევა არაა, თუ ვინმეზე გვიან დაიბადეთ ან ვინმეზე გვიან გიჩნდებათ ნაოჭები. ჰო, შესაძლოა, თქვენი აზრით,  დავბერდი (მე იმაზე ახალგაზრდად ვგრძნობ თავს, ვიდრე 10 წლის წინ), მაგრამ ამას ასე ირონიით რატომ წერთ? ჩემი დაბერება თქვენი წარმატება რატომ არის?
 
ბოლო ვიდეოების კომენტარებს გადახედეთ, ვისაც არ გინახავთ და ნახავთ ამ თითქმის დამცინავ კომენტარებს. ყველა უნდა დავბერდეთ და მოვხუცდეთ, თორემ 13 წლისა ვკვდებოდი და სულ ახალგაზრდა დავრჩებოდი მათ მეხსიერებაში, ვისაც ვემახსოვრებოდი…
 
„წვერი გაიპარსე“, „რას ჰგავხარ“, – არ გიფიქრიათ, რომ ეს კომენტარები უბრალოდ ცუდად წარმოაჩენს თქვენს ადამიანობას?”, – წერს სუხიტაშვილი.
 
გიორგი სუხიტაშვილს უმძიმესი პერიოდი აქვს გავლილი. 13 წლის იყო, როცა ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
 
„3 წლის ვიყავი… უცებ იღლიაში ტკივილი ვიგრძენი, ვნახე, რაღაც წანაზარდი იყო და მიმიყვანეს ექიმთან… ჩემი მშობლების რეაქციით მივხვდი, რომ კარგი არაფერი მჭირდა. გორში ექიმმა გამსინჯა და ისეთი სახე მიიღო, ყველაფერი გასაგები იყო. დედაჩემს უთხრა, სასწრაფოდ თბილისში წაიყვანეთო. თბილისში ორ დღეში ოპერაცია გამიკეთეს.
 
მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, მალევე მივხვდი, რომ მეორე დღეს შეიძლება არც ვყოფილიყავი, თან სადაც მე ვიწექი, ონკოლოგიურში, ბავშვთა განყოფილებაში­ ძალიან ბევრი ბავშვი გარდაიცვალა. ჩემს მეზობელ პალატაში ერთ გოგონას იმდენი კათეტერი ედგა, ლოგინის გარშემო ადგილი­ არ იყო. მიხარია, რომ დღეს კარგად არის.
 
ქიმიოთერაპიის დასაწყებად რომ ვემზადებოდით, გერმანულმა კლინიკამ გამოგზავნა ანალიზების პასუხები, რომ ჩემი მდგომარეობა გამოსწორდა. როგორც კი ნაკერები მომხსნეს, ვარჯიში დავიწყე – ონკოლოგიური საავადმყოფოს ტერიტორიაზე დავიწყე სირბილი. მინდოდა მეცოცხლა და ასეც მოხდა.
 
ამ მოგონებასთან ერთად ვცხოვრობ, ვიცი, რომ ჩემი ნაწილია… რომ არა ის პერიოდი, შეიძლება ამ თვალით არ შემეხედა ცხოვრებისთვის.
 
არ ვიცი, საიდან მოვიდა, მოვიდა სიცოცხლის ჟინი და იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა…


ასე ნუ მიდიან ადამიანების სანახავად, როგორც მოდიოდნენ ჩემთან. მაშინ ვნახე ადამიანები, რომლებიც არც მანამდე მინახავს და არც ამის შემდეგ. ეს არ არის კარგი, – ყვება გიორგი სხვადასხვა ინტერვიუებში.





მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები