დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

“სახლი აიშენა, მაგრამ არ გვაჩვენებს” – რატომ არ მიჰყავს რატი დურგლიშვილს მშობლები ახალ სახლში

“სახლი აიშენა, მაგრამ არ გვაჩვენებს” – რატომ არ მიჰყავს რატი დურგლიშვილს მშობლები ახალ სახლში
19 ივლისი 2021, ორშაბათი
512

კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „მუსიკოსების, მწერლებისა და სხვა თავისუფალი ხელოვანების ხელშეწყობა” – გამარჯვებულები გამოავლინა. მათ შორის არის კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის ოპერა-რევიუ “სათაგური”, რომლის დასადგამად ავტორს 30 ათასი ლარი გამოეყო.
 
როგორც მუსიკოსი ჩვენთან აცხადებს, უხარია, რომ მისმა ამ ნაწარმოებმა ისევ მიიქცია ყურადღება, როგორც წლების წინ, როდესაც დაკვეთით დაწერა და შემდეგ ანშლაგებით ჩაიარა. იცის, რომ ეს თანხა არ ეყოფა, რადგანაც მასშტაბური ოპერაა, თუმცა მზად არის მუშაობას შეუდგეს.
 
ვაჟა დურგლიშვილი: – ძალიან სერიოზული ტილოა. საბავშვო როკ-ოპერაა, სადაც გაერთიანებულია სიმღერა, ცეკვა, პანტომიმა. მრავალფეროვანი დადგმაა. ვაჟა-ფშაველაა და სერიოზული ნაწარმოებია. მიდის რეჩიტატივით, გარითმული. კაცმა თუ არ ნახა, მისი გადმოცემით მოყოლა ძალიან ძნელია.
 
სიმღერების არანჟირებები უნდა გაკეთდეს, პედაგოგები მოსაწვევი, დეკორაციები და ფორმებია მოსამზადებელი.
 
შეიძლება რამდენიმე საბავშვო სტუდიაზე განაწილდეს როლები. მომივიდა ხმა რომ “მზიურს” უნდა ჩემი “სათაგურის” დადგმა, სასახლის დირექტორია დაინტერესებულიო. ორშაბათს შევხვდები და რამეზე შევჯერდებით.
 
ეს ოპერა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ 1980 წელს შემიკვეთა და ჯერ ფილარმონიაში დაიდგა, შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრში და ანშლაგით ჩაიარა.
 
ახლა არ ველოდი ამ ოპერის დაფინანსებას, მოულოდნელობისგან გავშრი. არც ამ თანხას ველოდი, მაგრამ ნაწარმოების განხორციელებას იმდენი რამ სჭირდება…
 
გვინდა მოვიწვიოთ დიდი რეჟისორი, დიდი ქორეოგრაფი ქართულის და თანამედროვე ცეკვების, პანტომიმის ოსტატი… ხომ წარმოგიდგენიათ. ამიტომ საგონებელში ვარ. თანხა რამენაირად უნდა გავაწვდინო.


ვფიქრობდი, რომ სპონსორი მომეძებნა, რაც ამ პერიოდში ძალიან ძნელია. ვის უნდა მიადგე. მაგრამ უნდა დაიძრას საქმე. დაინტერესება უკვე არის.
 
არ მინდა საშუალო დონის გაკეთდეს, უნდა იყოს ისეთი, რაც ჩანაფიქრში მაქვს.
 
ისე ვარ მოწადინებული, როგორც პირველად, როდესაც შეკვეთა მომცეს და ანთებული ვიყავი. ახლაც ასე ვარ.
 
მინდა განუმეორებელი იყოს.
 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები