დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

როდემდე გაგრძელდება საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა და როდიდან გაწვიმდება

როდემდე გაგრძელდება საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა და როდიდან გაწვიმდება
19 ივლისი 2021, ორშაბათი
1 458

ბოლო დღეებია საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რაც უამრავ ადამიანს უქმნის დისკომფორტს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ვიკითხეთ, როდემდე გაგრძელდება უნალექო ამინდი და როდისაა წვიმა ნავარაუდევი:

"დღეს და ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე +35 - +41 გრადუსის ფარგლებში იქნება. სანაპირო რაიონებში +30 -+35 გრადუსია ნავარაუდევი. მთასა და მაღალ მთაშიც მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. თბილისში დღეს, ხვალ და ზეგ ჰაერის ტემპერატურა + 39 - +40 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. 21 ივნისს გვიან გაწვიმდება, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა

მნიშვნელოვნად დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე იქნება წვიმა. ნალექიანი ამინდი 23 ივლისამდე გაგრძელდება", - გვითხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები