დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

ამ ამბავმა ცხოვრება დამინგრია, აღარ გავთხოვდი და აღარც შვილი გავაჩინე – მარიკა თავბერიძეს ერთადერთი შვილი მკვდარ ჩვილში გაუცვალეს

ამ ამბავმა ცხოვრება დამინგრია, აღარ გავთხოვდი და აღარც შვილი გავაჩინე – მარიკა თავბერიძეს ერთადერთი შვილი მკვდარ ჩვილში გაუცვალეს
19 ივლისი 2021, ორშაბათი
739

მარიკა თავბერიძე, ჟურნალ „თბილისელებთან“ უმძიმეს ისტორიას იხსენებს. მისი თქმით, ის 20 წლის ასაკში გათხოვდა, თუმცა მისი სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად დასრულდა.
 
„პატარა ასაკში გავთხოვდი – 20 წლის, ჩემი მეუღლე კი, 24 წლის იყო. ძალიან ვუყვარდი. თუმცა, ჩვენი სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად დასრულდა. ორსულად რომ დავრჩი, მთელი სანათესაო ბავშვის დაბადებას ელოდა. ბიჭს ველოდებოდი და ყველა თავზე დამფოფინებდა. მეც და ჩემი მეუღლეც, ორივე, დედისერთა ვიყავით და გვინდოდა ბევრი შვილი გვყოლოდა, თუმცა, ის ერთიც კი ვერ მოვისიყვარულეთ, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა. საუბედუროდ, ისე მოხდა, რომ ახალდაბადებული ბავშვი სულ ერთხელ ვნახე და მას მერე მის ძებნაში ვარ, სხვა შვილი არ მყავს და 42 წელია, ჩემს შვილს ვეძებ. ის ერთი გავაჩინე და ისიც მომპარეს.
 
ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. საოცრად ჰგავდა ჩემს მეუღლეს. დედამაც ნახა, დეიდამაც და მათაც აღნიშნეს: ნუგზარს როგორ ჰგავსო. დედა რომ ჩემთან ამოვიდა, ექთანს ბავშვის მოყვანა ვთხოვე. მოგვიყვანა, თუმცა, რომ გაიყვანა, ხმა გავიგე, ეჩხუბებოდნენ, რატომ შეუყვანეო. ეს მერე გამახსენდა და დავაკავშირე ფაქტებს.
 
ვიფიქრე, ბავშვის უსაფრთხოებისთვის მოიქცნენ ასე-მეთქი. რას ვიფიქრებდი, რომ მოხდებოდა უბედურება და ჩემს ჯანმრთელ შვილს, სხვის მკვდარ ჩვილში გადამიცვლიდნენ.
 
ჩემ გვერდით 40 წლის ქალი იწვა. ქართველი არ იყო, უფრო რუსს ჰგავდა, თუმცა ქართულად ლაპარაკობდა. სამხედროს ცოლი იყო და ორი გოგონა ჰყავდა და მესამე შვილი გააჩინა. ექიმი მოვიდა და უთხრა: შენი შვილი ცუდადაა და შეიძლება, ვერ გადარჩესო. ამ დროს ჩემს საწოლზე ბებიაქალი იყო ჩამომჯდარი და მეუბნებოდა: შენი შვილი ისეთი მაიმუნია, ისეთი ლამაზია, ისეთი აქტიური, ყველა ბავშვისგან გამოირჩევა, სულ იცინის, ნეტავ რა აცინებსო. ექიმს კი ის ქალი ელაპარაკებოდა და მესმოდა: 40 წლის ასაკში იმიტომ გავრისკე ბავშვის გაჩენა, ორი გოგო მყავს და ჩემს ქმარს ბიჭი უნდოდა, აუცილებლად უნდა წავიყვანო. რაც უნდა მოხდეს, ბავშვის გარეშე აქედან არ გავალო. ჩემი თვალით დავინახე, როგორ ჩაუდო კონვერტი ჯიბეში ექიმს, რომელშიც სავარაუდოდ, თანხა იდო. მესამე დღეს სწორედ ის ექიმი მოვიდა ჩემთან და მეუბნება: შენი ბავშვი ცუდად იყო და გარდაიცვალაო……


42 წელია, ვტირი. ყოველ ახალ წელს ამქონდა ნაძვისხე სასაფლაოზე და ვრთავდი. სულ იქ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, არ არის ჩემი შვილი, მაინც დავდივარ საფლავზე. სულ ვტიროდი, ლოგინიდან ვერ მაყენებდნენ. დეპრესიაში ჩავვარდი, ცხოვრების აზრი დავკარგე. არავის დანახვა აღარ მინდოდა. ნელ-ნელა აღვიდგინე მომენტები, ფაქტები დავაკავშირე და უფრო მეტად ჩავვარდი დეპრესიაში.“,- ყვება მარიკა თავბერიძე.
 
მისი თქმით, ის არქივშიც იყო, სამშობიაროშიც, ჟურნალისტებიც ჩაერთნენ საქმეში, თუმცა უშედეგოდ. 
 
„ის ექიმი, რომელმაც ჩემი შვილი გააშვილა, ცოცხალია. 8-9 წლის შემდეგ ჩემი ახლობელი მივიდა და ამბავი ჰკითხა. იცით, რა უპასუხა: ახლა გაახსენდა შვილიო? არადა, მანამდეც ვიყავი და ასე მითხრა, არქივი დაიწვა და ყველა საბუთი განადგურდაო. ჯერ არ დავწერ მის სახელსა და გვარს, იქნებ თვითონ წაიკითხოს და აღიაროს. თუ არა და, აუცილებლად გავასაჯაროვებ და ვიპოვი სამართალს. ახლახან სახელმწიფო რეესტრშიც ვიყავი და ბავშვის არც დაბადების და არც გარდაცვალების მოწმობა არ არის. თითქოს არც გამიჩენია. არადა, გარდაცვალების მოწმობა მაქვს სახლში, რომელშიც მთელი რიგი შეცდომებია – ორსულობის პერიოდი უნდა ეწეროს 42 კვირა… ბავშვი დაიბადა 2 კილო და 500 გრამი, 51 სანტიმეტრი. გარდაცვალების მოწმობაში კი, წერია: 3 კილო და 100, 48 სანტიმეტრი… ორსულობის პერიოდი კი – 40 კვირა.
 
იმ არეულობაში უცბად მიჩხაპნეს, ექიმმა ხელი მოაწერა და ეს შეაჩეჩეს ჩემებს. მე მერე ვნახე. ახლა ჩემი შვილი 42 წლისაა. მე მას არც კი ვიცნობ და ალბათ, არც კი იცის, რომ გაყიდული და გაშვილებულია. ამ ამბავმა ცხოვრება დამინგრია, აღარ გავთხოვდი და აღარც შვილი გავაჩინე. სოციალურ ქსელში ხშირად ვდებ ჩემი ქმრისა და ჩემს სურათებს. იქნებ ვინმემ საკუთარი თავი მიამსგავსოს ან ახლობლებმა შეამჩნიონ მსგავსება“,- აცხადებს მარინა.





მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები