დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

4000-დან 7500 ლარამდე დახმარება! – მოსახლეობის ერთი ჯგუფისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდა

4000-დან 7500 ლარამდე დახმარება! – მოსახლეობის ერთი ჯგუფისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდა
25 ივლისი 2021, კვირა
371

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ბიზნეს საქმიანობის ხელშემწყობი პროგრამა ფუნქციონირებს, რომელიც მიზნად საქართველოში მცხოვრები დევნილებისა და ეკომიგრანტების ფინანსურ გაძლიერებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს.
 
რა არის “ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის” პროგრამა? 
 
“ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის” პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.
 
ვის შეუძლია ისარგებლოს “ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის” პროგრამით? 
 
დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად, 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან.
 
პროგრამით სარგებლობის პირობები:
 
დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, შესასყიდი ნივთების ნაწილში გათვალისწინებული ძირითადი საშუალების ჯამური ღირებულება (თუ შეძენა ხორციელდება თანმდევი მომსახურებით, მის ჩათვლით) უნდა იყოს არანაკლებ 4 000 ლარისა და არაუმეტეს 7 500 ლარის ფარგლებში.
 
ამასთანავე, თითო ნივთის ღირებულება არ უნდა იყოს 300 ლარზე ნაკლები. გამონაკლისია, შემთხვევა, როდესაც, ეკონომიკური აგენტს საქმიანობიდან გამომდინარე ესაჭიროება ერთი და იმავე ნივთის ერთზე მეტი ოდენობით შეძენა. ასეთ, შემთხვევაში, ნივთების ღირებულება აითვლება ჯამურად.
 
რამდენ დაინტერესებულ პირს შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა? 
 
ჯამში, გრანტს 25 მეწარმე მიიღებს, რომლებიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ. ეკონომიკურმა აგენტმა მხარდაჭერის მიღების შემდეგ, არანაკლებ 6 თვის ვადით უნდა დაასაქმოს მინიმუმ 1 პირი – დევნილი ან ეკომიგრანტი.
 
რა იქნება პროგრამის შედეგი?


პროგრამის განხორციელების შედეგად, მხარდაჭერილი იქნება 25 ეკონომიკური აგენტი, რომლებიც თავის მხრივ, დაასაქმებენ მინიმუმ 25 პირს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები