დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

“სიფრიფანა გოგონა გულაღმა ატრიალებდა მამაჩემს და ხმამაღლა ეხვეწებოდა, რომ ესუნთქა…” – თამთა ჭელიძე ემოციური ისტორიით

“სიფრიფანა გოგონა გულაღმა ატრიალებდა მამაჩემს და ხმამაღლა ეხვეწებოდა, რომ ესუნთქა…” – თამთა ჭელიძე ემოციური ისტორიით
25 აგვისტო 2021, ოთხშაბათი'
269

თამთა ჭელიძის მამა, ორი კვირის წინ, კლინიკაში კოვიდს ებრძოდა. მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გოგო-ბიჭები დიდ შრომას სწევენ და მათ მადლობა უნდა ვუთხრათ.
 
თამთა ჭელიძე: – არავინ აღარ თქვას, რომ კარგი მომავალი თაობა არ გვყავს. ჩვენ ძალიან კეთილი, ნიჭიერი, ნათელი, საღად მოაზროვნე და ძვირფასი ბავშვები გვყავს.
 
მე პირადად, ასე ვფიქრობდი ყოველთვის და ეს აზრი გამიმყარა ინფორმაციამ, რომელიც მამამ მომაწოდა კლინიკიდან, სადაც ორი კვირის წინ ებრძოდა კოვიდს! (საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა)


თურმე… 20 და 22 წლის სტუდენტები, როგორ ებრძვიან კოვიდს პაციენტებთან ერთად. როგორი შემართებით ამხნევენდნენ და ნაზად ეფერებოდნენ მოხუცებს.
 
პირადად მამას, რომელიც ვეღარ უძლებდა საშინელ შეტევებს და ჟანგბადით სუნთქავდა, პატარა სიფრიფანა გოგონა, მთელი ძალით ატრიალებდა გულაღმა, საკმაოდ დიდ წონიან მამას და მთელი ძალით ურტყამდა ზურგზე და ბოლო ხმაზე ეხვეწებოდა, რომ ესუნთქა. და ხელებზე ძარღვები დაწყდომაზე ჰქონდა…
 
მადლობა ყველა მედიკოსს. არ ვიცი… ალბათ, ოდესმე მოგვეცემა საშუალება, რომ სათანადოდ გამოვხატოთ მადლიერება თქვენს მიმართ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები