დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

ვინ არის მოხუცი, რომელიც რუსთავში 24 წლის ქალმა მოკლა – „ფისოებს და ლეკვებს უვლიდა, სასადილოდან მოჰქონდა საკვები და მათ უნაწილებდა ლუკმას“

ვინ არის მოხუცი, რომელიც რუსთავში 24 წლის ქალმა მოკლა – „ფისოებს და ლეკვებს უვლიდა, სასადილოდან მოჰქონდა საკვები და მათ უნაწილებდა ლუკმას“
26 აგვისტო 2021, ხუთშაბათი
455

სოციალურ ქსელში ანანო ზოიძე გუშინ, რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ წერს.
 
„გუშინ მოკლეს ამირან ბაბუა. გუშინ მოკლეს საკუთარ ოთახში! მოკლა ერთმა არაქალმა,არაადამიანმა! 2შვილის დედამ!! უსუსური,უდანაშაულო მოხუცი. 2018 წელს გავიცანი სურათის გადაღების დღეს. ვეხმარებოდი რითიც და როგორც შემეძლო. ცხოვრებისგან დაჩაგრული, სოციალურად დაუცველი და მაინც ყველანაირად უბოროტო, უკეთილშობილესი ადამიანი იყო. ფისოებს და ლეკვებს უვლიდა, სასადილოდან მოჰქონდა საკვები და მათ უნაწილებდა ლუკმას! და ის მოკლეს 23 წლის გოგო დაიჭირეს. 2 შვილის დედა. ამირანის სართულზე ცხოვრობდა. 1თვის წინ ამირანი გაქურდეს (მომიყვა) და საკმაოდ დიდი თანხა წაიღეს, აგროვებდა პენსია+სოციალურს. ჩემი ვარაუდით გასაქურდად იყო მისული და ან სახლში დაუხვდა ან თავზე წამოადგა ბაბუა,“ – წერს ანანო ზოიძე.



შეგახსენებთ, გუშინ, რუსთავში 24 წლის ქალმა 80 წლამდე კაცი ბლაგვი საგნით მოკლა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები