დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

მიიღებენ თუ არა მოსწავლეები წელს 200-ლარიან დახმარებას - რა პასუხი აქვთ ოფიციალურ უწყებებს

მიიღებენ თუ არა მოსწავლეები წელს 200-ლარიან დახმარებას - რა პასუხი აქვთ ოფიციალურ უწყებებს
26 აგვისტო 2021, ხუთშაბათი
1 343

როგორც გახსოვთ, გასული წლის აგვისტოში საქართველოში 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების პროგრამა მოქმედებდა. საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 2020 წლის 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდმა სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერადი დახმარება მიიღო. ფულად დახმარების მიღება ბავშვის მშობლებს ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს შეეძლოთ.
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პროგრამა კვლავ ამოქმედდა. რედაქციაშიაც არაერთი კითხვა შემოვიდა ამასთან დაკავშირებით. შევეცადეთ აღნიშნული ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში და

დედაქალაქის მერიაში გადაგვემოწმებინა. ორივე უწყებაში დახმარების პროგრამის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია უარყვეს.
„ეს იყო სამთავრობო პროგრამა, რომელიც გასულ წელს ერთჯერადად განხორციელდა. წელს ეს პროგრამა აღარ მოქმედებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლეად გვენებოდა ამის შესახებ ინფორმაცია“, - განაცხადეს მერიაში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები