დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

სექტემბრის ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვის ელის დაწინაურება, სარფიანი წინადადებები და შემოსავლის ზრდა

სექტემბრის ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვის ელის დაწინაურება, სარფიანი წინადადებები და შემოსავლის ზრდა
26 აგვისტო 2021, ხუთშაბათი
612

გახ­დე­ბა თუ არა თქვენ­თვის შე­მოდ­გო­მა "ოქ­რო­სი" ამას თქვე­ნი ნი­შა­ნი გან­სა­ზღვრავს. რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ გუ­ლუხ­ვად და­სა­ჩუქრდეთ, ამას თქვე­ნი პროგ­ნო­ზი­დან შე­ი­ტყობთ, თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით.
ვერ­ძი
ვერ­ძე­ბის უმე­ტე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ "ფული და­სა­ხარ­ჯა­დაა" და ამ პრინ­ციპს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მის­დე­ვენ, მაგ­რამ ყო­ვე­ლი თვის ბო­ლოს ვა­ლის აღე­ბა უწევთ. სექ­ტემ­ბერ­ში გა­მარ­ჯვე­ბი­სა და დიდი სი­ხა­რუ­ლის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რის გავ­ლე­ნით მფლან­გვე­ლო­ბას კი­დევ უფრო მო­უ­მა­ტებთ. გირ­ჩევთ, მი­ღე­ბუ­ლი თან­ხი­დან მცი­რე ნა­წი­ლი მა­ინც გა­და­დოთ, და­ზღვე­ვის მიზ­ნით, რათა ვა­ლებ­ში ყე­ლამ­დე არ ჩა­ეფ­ლოთ.
კურო
რო­გორც წესი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნას გა­ურ­ბი­ხართ, ლი­დე­რის თვი­სე­ბებს არ ავ­ლენთ და თქვენ­თვის ჩუ­მად ყოფ­ნა გირ­ჩევ­ნი­ათ. შე­მოდ­გო­მა­ზე სა­კუ­თარ თავ­ზე მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოთ, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ და თა­ვად­ვე იბ­რძო­ლოთ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. დრო მო­ვი­და, რომ სა­კუ­თა­რი თავი მე­ტად შე­ა­ფა­სოთ. თქვენ ყვე­ლა რე­სურ­სი და ცოდ­ნა გაქვთ, რომ უკე­თე­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გქონ­დეთ.


ტყუპები

ე­მოდ­გო­მა სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, იმ ადა­მი­ა­ნებ­თან და­სა­მე­გობ­რებ­ლად, ვინც მო­მა­ვალ­ში გა­მო­გად­გე­ბათ. ეცა­დეთ, და­ეს­წროთ ისეთ წვე­უ­ლე­ბებს და ისეთ ად­გი­ლებ­ში გა­მოჩ­ნდეთ, სა­დაც სა­კუ­თა­რი თა­ვის რეკ­ლა­მას შეძ­ლებთ. სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში გო­ნივ­რუ­ლად და­ა­ბან­დეთ ფული. ინ­ვეს­ტი­ცია, მსხვი­ლი სა­ყიდ­ლე­ბი (თუნ­დაც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის) სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია.

კირჩხი­ბი
დიდ ფი­ნან­სურ მო­გე­ბას ნუ ელით, გო­ნე­ბის მარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან­მა­ვა­ლი) ხდე­ბა და გირ­ჩევთ, ძველ, გა­და­დე­ბულ საქ­მე­ებს მი­უბ­რუნ­დეთ და და­ას­რუ­ლოთ. ამას­თან, და­ფიქ­რდით ხარ­ჯის შემ­ცი­რე­ბა­ზეც. მო­ე­რი­დეთ უსარ­გებ­ლო ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას. სხვა­თა შო­რის, შე­მოდ­გო­მა­ზე ემო­ცი­ე­ბი მო­გე­ძა­ლე­ბათ და და­სამ­შვი­დებ­ლად ფუ­ლის ფლან­გვის ნაც­ვლად, გირ­ჩევთ, საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და­უთ­მოთ დრო.

ლომი
საქ­მე­ე­ბით ისე და­იტ­ვირ­თე­ბით, რომ გარ­თო­ბის­თვის სულ უფრო ცოტა დრო დაგ­რჩე­ბათ. რამ­დე­ნი­მე იდე­ის ერ­თდრო­უ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მო­ი­სუ­რებთ, რაც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მო­გი­ტანთ. ამას­თან, მხო­ლოდ ისეთ პრო­ექ­ტებ­ში მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც ფი­ნან­სურ კე­თილ­დღე­ო­ბას მო­გი­ტანთ.

ქალ­წუ­ლი
სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში ფული ხან თავ­ზე საყ­რე­ლი გექ­ნე­ბათ, ხან ვერ გა­ი­გებთ, სად ქრე­ბა. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, ფული მო­ზო­მი­ლად, წი­ნას­წარ გათ­ვლილ ხარ­ჯებ­ზე და­ხარ­ჯოთ. მო­ე­რი­დეთ სპონ­ტა­ნურ შო­პინგს.

სას­წო­რი
მო­უთ­მენ­ლო­ბა შე­გი­პყრობთ. მო­გინ­დე­ბათ, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­თვის მო­მენ­ტა­ლუ­რად მი­ი­ღოთ ფული. ამ დროს სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა თქვენს სახ­ლშია. უფუ­ლოდ არ დარ­ჩე­ბით, მაგ­რამ დრო სიყ­ვა­რულ­საც უნდა და­უთ­მოთ. თუმ­ცა, საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბით თუ გა­ა­ა­ნე­ბივ­რებთ, ვა­ლებ­ში გა­და­ვარ­დე­ბით.

მო­რი­ე­ლი
მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­რებთ კა­რი­ე­რულ სა­კი­თხებს და შე­მო­სა­ვა­ლიც გა­გეზ­რდე­ბათ. არ გირ­ჩევთ კო­ლე­გებ­თან მიღ­წე­ულ­ზე სა­უ­ბარს, მით უფრო, ტრა­ბახს. ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პარტნი­ო­რებ­თან, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან და იმ იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ, რა­ზეც დიდი ხა­ნია ოც­ნე­ბობ­დით.


მშვილდოსანიპასუხისმგებლობის პლანეტა სატურნი მოგიწოდებთ, არ შეუშინდეთ სირთულეებს. იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსური დანაკარგი ამ სეზონზე არ გემუქრებათ. გაიცნობთ ადამიანს, ვისთანაც შეიძლება სარფიანი ხელშეკრულება გააფორმოთ და ახალი საქმიანობა დაიწყოთ. არსებულ სამსახურში კი უფროსი აფასებს თქვენს მუშაობას და შეიძლება საინტერესო პროექტიც კი ჩაგაბაროთ.

თხის რქაშემოდგომაზე ცოდნის გაღრმავების (რაც კარიერულის წინსვლისთვის დაგჭირდებათ), ახალი მწვერვალების დაპყრობის სურვილი გაგიჩნდებათ. განახორციელეთ ახალი იდეები, სისრულეში მოიყვანეთ გეგმები. შეგიძლიათ ძველ პროექტებსაც კი მიუბრუნდეთ, რომლებიც რაღაც მიზეზით გადადებული გქონდათ. ხელს არაფერი შეიშლით, პირიქით, ყველა დაგეხმარებათ.

მერწყულიშემოდგომაზე ფინანსურ სტაბილურობასა და დაწინაურებას ელოდეთ. მთვარია, ამისთვის თავად იყოთ მზად. იყავით მეტად თავდაჯერებული და ნუ შეუშინდებით ახალ ვალდებულებებს. შემოდგომაზე შემოქმედებითი იდეების განხორციელებას შეძლებთ, რაც დამატებით ფულს მოგიტანთ. ჰობიმ და მისგან მიღებულმა სიამოვნებამ და მატერიალურმა კეთილდღეობამ შეიძლება სამსახურზე უარი გათქმევინოთ.

თევზებიდაიცავით ბალანსი შემოსავალსა და გასავალს შორის. ისწავლით ფულის გადანახვას. ოქტომბერში საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ ან შეიძლება დაგაწინაურონ. ზოგიერთს კი შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდებათ, შემოთავაზებები ყურადღებით განიხილეთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. ამასთან, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დასვენებას ნუ დაივიწყებთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები