დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

"პირველად მოვხვდით ცოლქმრობის დროს რესტორანში და გვიხარია" - გიორგი გასვიანი ვიდეოს აქვეყნებს

"პირველად მოვხვდით ცოლქმრობის დროს რესტორანში და გვიხარია" - გიორგი გასვიანი ვიდეოს აქვეყნებს
10 მარტი 2021, ოთხშაბათი'
2 303

"პირველად მოვხვდით ცოლქმრობის დროს რესტორანში და გვიხარია" - გიორგი გასვიანი ვიდეოს აქვეყნებს

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი მეუღლესთან, მარიტა მელიქიშვილთან ერთად რესტორანს ეწვია. წყვილმა ვიდეო ჩაწერა, სადაც საუბრობენ, რომ მათი შეუღლების შემდეგ პირველად მიეცათ შესაძლებლობა რესტორანში წასვლის.

"მე მგონი, პირველად მოვხვდით ცოლქმრობის დროს მე და შენ რესტორანში ერთად. გაიხსნა რესტორნები და დღეს მოვედით პირველად. გვიხარია", - ამბობს გიორგი გასვიანი.

წყვილმა დაახლოებით სამი თვის წინ იქორწინა და მათი ბედნიერება არა მხოლოდ ქართულმა ბომონდმა, არამედ თითქმის მთელმა საქართველომ გაიზიარა. მიუხედავად პანდემიისა, გიორგიმ და მარიტამ ჯვარი ყველა საყვარელი ადამიანის გარემოცვაში 
დაიწერეს და სახლში ქორწილიც გადაიხადეს. 

მათ ხალხისგან უამრავი დადებითი ემოცია და თბილი კომენტარები დაიმსახურეს.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილს შორის 16-წლიანი სხვაობაა, გიორგის და მარიტას თქმით, ეს ურთიერთობაში ხელს სრულებით არ უშლით. ისინი ხშირად ჩნდებიან სხვადასხვა გადაცემასა თუ შოუში და საკუთარი სიყვარულის ისტორიას ჰყვებიან.

გიორგი და მარიტა სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებენ სხვადასხვა სასიყვარულო ფოტოს და წლის საუკეთესო  წყვილადაც კი აღიარეს.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები