დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

„ქემრის მგზავრებიდან არცერთს შაქარა არ გვინახავს“ - მსჯავრდებულების წერილები ციხიდან

„ქემრის მგზავრებიდან არცერთს შაქარა არ გვინახავს“ - მსჯავრდებულების წერილები ციხიდან
12 მარტი 2021, პარასკევი
1 693

ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი და არჩილ გაგნიძე ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურს ციხიდან წერილს უგზავნიან და ირწმუნებიან, რომ სამივე მათგანს გიორგი შაქარაშვილი თვალით არ უნახავს. უფრო მეტიც, ისინი თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ იმ გადამწყვეტი 12 წუთის განმავლობაში, რომელიც ვიდეოჩანაწერში ჩანს, ისინი შაქარაშვილს არ შეხებიან. წერილში ასევე რამდენჯერმეა ნათქვამი, რომ ტოიოტა ქემრის არცერთ მგზავრს ამ ხნის განმავლობაში შაქარაშვილი საერთოდ არ უნახავს. ამავეს ამტკიცებს ნიკოლოზ რევაზიშვილი. სამივე წერს, „მალე დამტკიცდება, რომ მანდ არ ვყოფილვართ და ჩვენ არ მოგვიკლავს და მერე პასუხს მოვითხოვთ“. 
წერილები პენიტენციური სამსახურის გლდანის მერვე დაწესებულებიდან:
.
ნიკოლოზ რევაზიშვილი: „თვალით რომ არ მინახავს იმ ბავშვის მკვლელობას მაბრალებენ - ძალიან ვწუხვართ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გამო, მაგრამ არანაირი კავშირი არ მაქვს ამ საქმესთან. საერთოდ თვალით არ მინახავს ეგ ბავშვი არც მე და არც ტოიოტა ქამრის მგზავრებიდან ვინმეს. არავინ არ შეხებია იმ 12 წუთის განმავლობაში და არც ის ვიცით, თუ როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა“.


ვახტანგ ჩიქოვანი: „ამ მკვლელობის გახსნა ჩვენი ცხოვრებისეულ ამოცანად და მთავარ მიზნად იქცა, გვინდა დავადგინოთ რა და როგორ მოხდა. ღმერთმა მომცეს ძალა, რომ გავარკვიო სიმართლე. როდესაც ამოცანას ამოვხსნი, ყველას, ვისაც ხელი ურევია, ჩემი რისხვა დაატყდება და არა მარტო ჩემი“.
ნიკოლოზ რევაზიშვილი: „კითხვები გვაქვს მონა სასამართლოსთან და მონა პროკურატურასთან, რომლებმაც პასუხი ვერ გაგვცეს. იქნებ თქვენ გაგვცეთ პასუხი, ვინც ასე დაინტერესებულნი ხართ ამ საქმით.
1) კითხეთ ერთი ოჯახის ადვოკატს ნიკოლაძეს, კოკაინის დედოფალი რომ გააშვებინა, ამ საქმით კმაყოფილია? რა ბენეფიტები მიიღო ამ საქმით, ისიც კითხეთ.
2) ვინ დადო ბურჯზე ის ჩანთა, ვისია ორი უცხო დნმ ნიმუში, რომელიც ვერ გაარკვია პროკურატურამ? რატომ ვერ მიაგნო კინოლოგმა იმ ჩანთას?
3) ვინც დავკითხეთ, ყველა იძახის დილას გავიგეთ, რომ ვიღაც დაიკარგაო და ერთი გამაგებინეთ, ვინ დაურეკა გაბეჩავას ღამის 3 საათზე და ვინ მოიგონა ვერსია, რომ გიორგი დაიკარგა. დაკარგვის ვერსია ხომ მას მერე გავიგეთ, რაც ამირხანაშვილმა დილას 7 საათზე სახლში რო დარეკა და არ მოსულა გიორგიო, ხომ მაშინ გაჩნდა დაკარგვის ვერსია.
4) ამირხანაშვილი რატომ გამოგვყვა? იმიტომ ხომ არა, რომ პანაშვიდიდან ცოცხით რომ გამოაგდეს და ეჩხუბნენ, რატომ დატოვე ძმაკაციო და ამანაც მორალურად გაიპრავა თავი. ამირხანაშვილი დასაჭერია და ზუსტად ერთ დღეში მოყვება სიმართლეს. რატომ უხდიდა აჩოს დედას მადლობას, ბიჭებს მადლობა, რომ ჩამომიყვანეს და გადამარჩინესო?
5) ექსპერტიზას რაც შეეხება - სასამართლოს დაკითხვის ოქმი ნახეთ, ექსპერტებმა, რომლებმაც ერთ ექსპერტიზას მოაწერეს ხელი სასამართლოში, ურთიერთ საწინააღმდეგო ჩენება მისცეს. შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი გეჯაძეს და ცინცაძეს.
დააკვირდით კადრებს, სადაც შუქი ჩანს და კარები იღება და იქ სამი კაცი ჯდება. დააკვირდით იმ ფაქტს, რომ მე და გაგნიძის გუგლმეფი წაშალეს, ეგეც ჩვენ დაგვაბრალეს, ციხიდან წაშალეთო.
ჩიქოვანის ზარი მანქანიდან ჩვენთან პროკურორმა ყაზარაშვილმა იმით ახსნა, რომ თითქოს ვასო რო მოვიდა ფერად შენობასთან, მერე დარეკაო. მინდა დააკვირდეთ ფერად შენობასთან ქემრის მისვლის ზუსტი დრო ვიცით და ზარი მანამდეა განხორციელებული. ყველა მტკიცებულება, რაც ამ საქმეში დევს, ყველა ჩვენს უდანაშაულობას ამტკიცებს.
არჩილ გაგნიძე: „მეცხრე დღეს დამიჭირეს, თუ ეგეთი კაციჭამია ვიყავი, რატომ იმ დღესვე არ დამაკავეს. თავიდან სწორი ვერსიით მიდიოდა მცხეთის პოლიცია. მაგრამ შსს-მ წაართვა და მერე დაიწყო ამ საქმის გაყალბება. ხელი მოაწერინეს ჩვენს უფლებადამცველებს გაუთქმელობაზე. მერე წაშალეს ჩემი ტელეფონიდან ჩემი გადაადგილების მარშრუტი. მერე ამირხანაშვილს შეაცვლევინეს ჩვენება. მერე ახვლედიანს და ბრეგაძეს. ბოლოს ქათამაძეს. პროცესებზე ხალხს არ უშვებდნენ, ვითომ საქმეში არასრულწლოვანები იყვნენ.
დგანან ხალხის ნაწილი და იმუქრება, თუ რამის თავი გაქვთ მოდით თქვე ინტერნეტის ვირთხებო, და ისე მითხარით. მალე დამტკიცდება, რომ მანდ არ ვყოფილვართ და ჩვენ არ მოგვიკლავს და მერე პასუხს მოვითხოვ. თვითონ ოჯახმა მოითხოვოს ჩემი გუგლმეფის აღდგენა. მიხვდებიან, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ჩვენი ბედით ტელევიზიებმა და ბევრმა ითამაშა, ამიტომ სასამართლოდან გამოსვლისას მე პროკურატურას ვაგინე და არა შვილმკვდარ დედას! მირიან, შე მიცვალებულის სულით მოვაჭრე, იმდენი კაცობა მაინც არ გეყო რო სასამართლოში თვალი თვალში გაგეყარა.
ამირხანაშვილი რა დღეში იყო მანქანაში, ეგ მარტო ჩვენ ვიცით. მაგიტომ გვითხრა უარი, რომ მოგვეძებნა მისი ძმაკაცი. და ის ბიჭები თუ სტრესში იყო, ჩემი თვალის ფერი ახსოვდათ თურმე. ის სიბინძურე, რაც დამაბრალა ორი თვის მერე გაახსენდა. უფრო სწორად, გაახსენებინეს. ახვლედიანს მერე გაახსენდა ჩემი კისერი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები