დაგვიკავშირდით
+995 592 11 21 11

რატომ არ მიდიხართ მისგან? მარტოობის გეშინიათ თუ მართლა მასთან გინდათ ყოფნა? - 13 ნიშანი, რომ ურთიერთობა გწამლავთ

რატომ არ მიდიხართ მისგან? მარტოობის გეშინიათ თუ მართლა მასთან გინდათ ყოფნა? - 13 ნიშანი, რომ ურთიერთობა გწამლავთ
12 მარტი 2021, პარასკევი
603

ფსი­ქო­ლო­გე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბის 13 ას­პექტს გა­მო­ყო­ფენ, რომ­ლე­ბიც ერ­თად ყოფ­ნას ნამ­დვილ ჯო­ჯო­ხე­თად აქ­ცე­ვენ ხოლ­მე:
სრულ­ყო­ფი­ლი, რა თქმა უნდა, არა­ფე­რია ამ­ქვეყ­ნად, მაგ­რამ ხში­რად ისეთ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით ხოლ­მე, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად გვწამ­ლავს და გან­ვი­თა­რე­ბის ნაც­ვლად ჩვენს დეგ­რა­დი­რე­ბას იწყებს. ძა­ლი­ან რთუ­ლია სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყოფ­ნი­სას სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან გა­მოხ­ვი­დე და გა­რე­დან შე­ხე­დო ყვე­ლა­ფერს. ამ დროს ჩვენ ადეკ­ვა­ტუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის უნარს სრუ­ლი­ად მოკ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ.
შე­პყრო­ბი­ლე­ბი­ვით მი­ვე­ქა­ნე­ბით უფსკრუ­ლის­კენ, კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ გვსურს გა­ვა­ხი­ლოთ თვა­ლე­ბი და ჩავ­ხე­დოთ სი­მარ­თლეს თვა­ლებ­ში, რად­გან სი­მარ­თლის გვე­ში­ნია… რად­გან გვე­ში­ნია, რომ ეს სი­მარ­თლე გვეტ­კი­ნე­ბა. არა­და ის შე­დე­გე­ბი, სა­დამ­დეც ამ ურ­თი­ერ­თო­ბას მივ­ყა­ვართ გა­ცი­ლე­ბით მტკივ­ნე­უ­ლია. ის, რაც და­სან­გრე­ვია, უნდა და­ინ­გრეს და რაც უფრო მალე და­ინ­გრე­ვა მით უფრო მალე მო­ა­ხერ­ხებთ ახ­ლის აშე­ნე­ბას. გახ­სოვ­დეთ, რომ ახა­ლი ფურ­ცლი­დან და­წყე­ბა, არა­სო­დე­საა გვი­ან ურ­თი­ერ­თო­ბა რომ წამ­ლავს, ამას ყვე­ლა გრძნობს, თუნ­დაც ამ ადა­მი­ა­ნის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­ედ­გი­ნოს, თუმ­ცა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა ბევ­რს უჭირს. ფსი­ქო­ლო­გე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბის 13 ას­პექტს გა­მო­ყო­ფენ, რომ­ლე­ბიც ერ­თად ყოფ­ნას ნამ­დვილ ჯო­ჯო­ხე­თად აქ­ცე­ვენ ხოლ­მე: "ვერ ვი­ტან როცა ამას აკე­თებ, მაგ­რამ არა­ფერს ვი­ტყვი, მზე­რი­თაც საკ­მა­რისს გე­უბ­ნე­ბი". თუკი გულ­წრფე­ლი და პირ­და­პი­რი არ იქ­ნე­ბით პარტნი­ორ­თან, თუკი პირ­და­პირ არ ეტყვით, რა­საც ფიქ­რობთ, ან გრძნობთ, მალე ყვე­ლა­ფე­რი კოშ­მარს და­ემ­სგავ­სე­ბა.
  • ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და ერ­თმა­ნეთ­ზე რა­ღა­ცე­ე­ბის დაბ­რა­ლე­ბა



ცოტ-ცო­ტას ყვე­ლა ვეჭ­ვობთ რა­ღა­ცას, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­დაც ნდო­ბა არ არ­სე­ბობს, ჰა­ერ­შია, მას საყ­რდე­ნი არ აქვს და სა­კუ­თარ ეჭ­ვებ­ში დახ­რჩო­ბის­თვის ვართ გან­წი­რუ­ლე­ბი.
  • კრი­ტი­კა და აბუ­ჩად აგ­დე­ბა/უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა
არა­ვინ ვართ სრულ­ყო­ფი­ლე­ბი და რაც უფრო მე­ტად ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით ვინ­მეს, მით უფრო კარ­გად ვხე­დავთ ამას. პო­ზი­ტი­უ­რი კრი­ტი­კა მი­სა­ღე­ბია, ჩვენ ხომ ერ­თმა­ნეთს ნაკ­ლის გა­მოს­წო­რე­ბა­ში უნდა და­ვეხ­მა­როთ, მაგ­რამ კრი­ტი­კა, რო­გორც ვინ­მეს სა­სა­ცი­ლოდ აგ­დე­ბის ხერ­ხი, ან ვინ­მეს­თან სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბის დამ­ტკი­ცე­ბის მცდე­ლო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბას წამ­ლავს.
  • ჩხუ­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­რე­შე
ადა­მი­ა­ნე­ბი მა­შინ ყვი­რი­ან, როცა გუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს სცილ­დე­ბა, ეს გუ­ლე­ბი ყვი­რი­ან, რომ ერ­თმა­ნეთს რამე გა­ა­გე­ბი­ნო­ნო, მაგ­რამ ამ ყვი­რილ­ში ორი­ვე ყრუვ­დე­ბა. კა­მა­თი, უთან­ხმო­ე­ბე­ბი ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ თუკი არ ისა­უბ­რეთ და არ გა­ა­გე­ბი­ნეთ ერ­თმა­ნეთს, ყვი­რი­ლი არა­სო­დეს დამ­თავ­რდე­ბა და ეს თქვენს სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გი­ას ხარ­ჯავს

  • ნეგატიური ენერგია

თუკი მის გვერდით თავს დაძაბულად გრძნობთ, ან იღლებით, ან უბრალოდ ცუდად ხართ, ეს თქვენი სხეული რეაგირებს იმ ნეგატიურ ენერგიაზე, რომელიც თქვენი ერთამანეთთან ყოფნისას იქმნება. იუნგი წერდა - ორი ადამიანის ურთიერთობა ორი ქიმიური ნივთიერების ურთიერთობას ჰგავსო, თუკი რეაქცია მოხდა, ორივე მათგანი გარდაიქმნებაო. კარგად დააკვირდით როგორი ხდებით მის გვერდით. ეს ენერგია ემოციურ, ფიზიკურ თუ მენტალურ დონეზე ერთნაირად გაგანადგურებთ.
  • ერთმანეთისთვის თავის არიდება

ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანებს ერთმანეთთან სასაუბროდ მხოლოდ სექსი აქვთ. თუკი თქვენ ერთმანეთის კომპანიაში ყოფნა არ გიხარიათ და სადმე სხვაგან გარბიხართ განტვირთვისთვის, ესე იგი ეს ურთიერთობა გწამლავთ.
  • თქვენ თქვენს თავს არ ჰგავხართ

ცვლილებას აუცილებლად შეამჩნევთ. ურთიერთობა, ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ორივე ადამიანს ცვლის, მაგრამ ეს ცვლილება უკეთესს უნდა გხდიდეთ. თუკი თქვენ თავს კარგავთ და ვეღარ ცნობთ ერთმანეთს, ეს ჯანსაღი ურთიერთობა არ არის.
  • განცდა იმისა, რომ არაფერს აქვს აზრი

საკუთარი თავისთვის გიკითხავთ რატომ არ მიდიხართ მისგან? იმიტომ რომ წასვლის გეშინიათ/ კომფორტის ზონიდან გასვლა არ გინდათ, თუ იმიტომ რომ მართლა მასთან გინდათ ყოფნა? თუკი ვერ ხვდებით რატომ ხართ მასთან, დროს რატომ კარგავთ? ამ წუთებს ვერ დაიბრუნებთ და ისე უნდა იცხოვროთ, როგორც გინდათ რომ ცხოვრობდეთ.
  • თქვენ მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, როგორ მიანიჭოთ მას ბედნიერება

ყველას სურს ბედნიერების და სიხარულის მინიჭება საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ თუკი ეს ორმხრივი არ გახლავთ, თუკი მისი ბედნიერება თქვენი ბედნიერება არაა და პირიქით, მაშინ თქვენ როგორც წყვილმა ვერ გაამართლეთ. თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ მუდამ მის გაბედნიერებაზე ზრუნავთ, სულ რაღაცას აკეთებთ მისთვის და სანაცვლოდ ვერაფერს იღებთ, თავს იწამლავთ. ბედნიერება საერთო უნდა იყოს.
  • გგონიათ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ

თუკი გეჩვენებათ რომ როგორც არ უნდა მოიქცეთ, ეს მის გაღიზიანებას იწვევს და სულ თითის წვერებზე სიარული გიწევთ ურთიერთობაში, როგორმე უნდა მოახერხოთ გაცნობიერება, რომ თქვენ არაფერ შუაში არ ხართ. ინგლისურში არის ასეთი გამოთქმა “we don’t work together” რაც ზუსტად გამოხატავს ურთიერთობის არსს. თუკი ურთიერთობაში არის პრობლემა და ამ პრობლემის მოგვარება არ შეუძლია წყვილს, ეს წყვილის ბრალია და არა რომელიმე მხარის. თქვენ ერთად ყოფნისთვის არ ხართ შექმნილები და ახლა ერთმანეთს წამლავთ.
  • ზრდის და ცვლილებები ნეგატიურად აღიქმება

ურთიერთობამ ევოლუცია უნდა განიცადოს იმისთვის რომ გაგრძელდეს. სტატიკურად არაფერი არსებობს ამ სამყაროში. საჭიროა მუდმივი გარდაქმნები. “რა იქნება სულ ასე რომ იყოს” - ეს ოცნება ხანგრძლივი ურთიერთობისთვის არ გამოგადგებათ. ვიღაცას აუცილებლად მოუნდება უფრო მეტი. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ორივე ერთ საფეხურზე უნდა იდგეთ და ნაბიჯებიც ერთად უნდა გადადგათ.
  • უფრო მოგონებებით ვცხოვრობთ ვიდრე აწმყოთი და სამომავლო გეგმებით

თაფლობისთვის მოგონებები დიდხანს არ გეყოფათ, თქვენ ახალი მოგონებები გაქვთ შესაქმნელი, რომ გაიზარდოთ და განვითარდეთ. თუკი თქვენ სასიამოვნო მოგონებებისთვის ძალიან ღრმა წარსულში გიწევთ ქექვა, ესე იგი ურთიერთობა ნელ-ნელა ჭაობს ემსგავსება.
  • თქვენ ბედნიერი არ ხართ

ეს უკვე ყველაფერს ამბობს. ურთიერთობის იდეა ბედნიერებაა და თუ თქვენ უბედურად გრძნობთ თავს, ნუ დაიწყებთ რამე სხვა გარეშე მიზეზების მოძიებას საკუთარი უბედურების გასამართლებლად. რა თქმა უნდა, სულ პეპლები ვერ გეყოლებათ მუცელში, მაგრამ საერთო ჯამში მის გვერდით ბედნიერი უნდა იყოთ. უფრო მეტიც, ის ადამიანი ბედნიერებისთვის ბრძოლაში მუდამ გვერდით უნდა გყავდეთ, მუდამ უნდა გაიძულებდეთ თქვენი ოცნებების ასრულებისკენ ისწრაფოთ. იგი ბედნიერებისკენ უნდა გიბიძგებდეთ.
თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტს ვერ გააკონტროლებთ, მაგრამ საყვარელი ადამიანი ჩვენი დასაყრდენი უნდა იყოს, სახლი - სადაც მშვიდად, კომფორტულად ვგრძნობთ თავს, სადაც ზუსტად ის ვართ, რაც ვართ, სადაც ვისვენებთ, ვიტვირთებით და სადაც ბედნიერად ვგრძნობთ თავს. თუკი ეს ყველაფერი არ გაქვთ, რა გინდათ მასთან? ამდენ წვალებად გიღირთ?
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ბოლო სიახლეები:

Прокомментировать
კოდის განახლება
პარტნიორები